ბათუმის ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრები გაეცნენ გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 1325-ის განსახორციელებლად დამტკიცებულ 2012-2015წლების სამოქმედო გეგმას. ასევე,ცვლილებას ორგანულ კანონში - „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ", კერძოდ, ის საარჩევნო სუბიექტი, რომელსაც პარტიულ სიაში ყოველ ათ კანდიდატს შორის ეყოლება სულ მცირე ორი ქალბატონი, მიიღებს დაფინანსებაზე 10% -ის ოდენობით დანამატს.
ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრების აზრით, ორგანულ კანონში ცვლილებები გენდერული ბალანსის სრულყოფას შეუწყობს ხელს.
კლუბის შეხვედრაზე აქცენტი ქუთაისში, 17-18 იანვარს ჩატარებულ ტრენინგზე გაკეთდა: „ტრენინგმა თემაზე - „ადვოკატირება-სამოქალაქო ინტერესებისდაცვის ეფექტური საშუალება" - დიდი ცოდნა შეგვძინა. შევისწავლეთ ის მეთოდები, რომლებიც პრობლემების წარმატებულად გადაჭრაში დაგვეხმარება". - აღნიშნა კლუბის წევრმა მარი პაპიძემ.
პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)