პარასკევი, 29.03.2024, 02:26
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » მასალის არქივი

ბათუმის ამომრჩეველ ქალთა კლუბის აქტიურ, მშვენიერ ქალბატონებს, ცისო ჩხეიძესა და ინგა მებონიას!

 

ფონდისოხუმის" კოლექტივი უერთდება თქვენს სიხარულს და მთელი გულით გილოცავთ პროფესიულ წარმატებას: აჭარაში წლის საუკეთესო რადიოპროდიუსერისა და რადიოჟურნალისტის ნომინაციის მოპოვებას.

თქვენი აქტიურობა, ლიდერული უნარ-ჩვევები, ადამიანებთან ურთიერთობის გამორჩეული ნიჭი ყოველთვის იძლეოდა იმის საბაბს, რომ ეს თვისებები არ დარჩებოდა შეუმჩნეველი.

ჩათვალეთ, რომ მუდამ თქვენს გვერდითა ვარ, თქვენი წარმატების გულშემატკივარნი. დაე, ეს ჯილდო გახდეს სასტარტო საფეხური თქვენს კარიერაში და სხვა უფრო დიდი წარმატების დასაწყისი.
პროფესიონალიზმი, ქალური ალღო, პიროვნული ხიბლი და სხვა ბევრი თვისებები, რომლითაც ასე უხვად დაგაჯილდოვათ ბუნებამ, სხვა მიმართულებითაც გაგეშალოთ და თქვენი სიტყვა გეთქვათ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ სივრცეში.

ფონდისოხუმი" კიდევ ერთხელ გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს! ფეხბედნიერი და წარმატებული ყოფილიყოს ახალი 2010 წელი თქვენთვის და თქვენი ოჯახებისათვის!

 

პატივისცემითა და დიდი სიყვარულით

ფონდისოხუმის" თანამშრომლები

კატეგორია: მიმართვები და ღია წერილები | ნანახია: 1491 | დაამატა: admin | თარიღი: 19.01.2010

ოზურგეთის ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრები კლუბის მუშაობის სტრატეგიულ გეგმას გაეცვნენ. შემუშავდა წინადადებები და რეკომენდაციები, რა კუთხით უნდა გაგრძელდეს მუშაობა, რა საკითხებია მათთვის პრიორიტეტული.

კლუბის წევრებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ კლუბმა აქტიური მუშაობა უნდა წარმართოს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში კანდიდატ ქალთა მხარდასაჭერად და არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად. ასევე აღინიშნა, რომ კლუბის მუშაობის ეფექტურობისთვის მნიშვნელოვანია მისი საქმიანობის პოპულარიზება პრესით, ტელევიზიით, რაშიც უპირველესად თავად კლუბის წევრები უნდა იყვნენ დაინტერესებულნი.
კატეგორია: კლუბები | ნანახია: 1267 | დაამატა: admin | თარიღი: 18.01.2010

კატეგორია: პუბლიკაციები | ნანახია: 1159 | დაამატა: admin | თარიღი: 17.01.2010

 
 
კატეგორია: პუბლიკაციები | ნანახია: 1111 | დაამატა: admin | თარიღი: 14.01.2010

 
 
ნანახია: 1114 | დაამატა: admin | თარიღი: 14.01.2010

საზოგადოების ინფორმირება კვლევის - „დიალოგის პროცესი უსაფრთხოების გარანტიებზე ქართულ-აფხაზური კონფლიქტის კონტექსტში" - გარშემო" - პროექტის ფარგლებში ფონდისოხუმის" თანამშრომლებისათვის ვორკ-შოპი გაიმართა.

შეხვედრის მოდერატორმა ალუ გამახარიამ მონაწილეებს გააცნო ინფორმაცია ქართველი და აფხაზი ექსპერტების კვლევებზე, რომელშიც საუბარია ომის განუახლებლობისა და უსაფრთხოების გარანტიების ხელშეკრულების მნიშვნელობაზე.

მონაწილეებმა აქტიური დისკუსიის ფონზე იმსჯელეს რა პლიუსები და მინუსები შეიძლება ჰქონდეს ხელშეკრულებას ომის განუახლებლობისა და უსაფრთხოების გარანტიების შესახებ.

ვორკ-შოპის მეორე ნაწილში მონაწილეთა სამ ჯგუფში (ხელისუფლება, სამოქალაქო საზოგადოება და ექსპერტები) მუშაობა წარიმართა შემდეგ თემაზე: „დიალოგის მოდელირება საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებსა და ხელისუფლებას შორის".

პრეზენტაციის შემდეგ მოხდა საკამათო საკითხების შეჯერება. მონაწილეთა აზრით აუცილებელია საზოგადოების მეტი ჩართულობა დისკუსიებში, რათა მოხდეს ჯანსაღი საზოგადოებრივი აზრის ფორმირება აღნიშნული საკითხის გარშემო.

კატეგორია: ვორკშოპები | ნანახია: 1308 | დაამატა: admin | თარიღი: 13.01.2010

ბათუმში ჩატარებული ამომრჩეველ ქალთა კლუბი ახალი 2010 წლიდან სასიამოვნო სიახლით დაიწყო - კლუბის ლიდერი, ინგა მებონია აღიარებულ იქნა წლის საუკეთესო  რადიო-ჟურნალისტად  და ცისო ჩხეიძე წლის საუკეთესო  რადიო-პროდიუსერად აჭარაში.  მილოცვების შემდეგ კლუბის წევრები აქტიურ სამუშაო რეჟიმში გადავიდნენ.

მონაწილეებმა ნახეს ფონდი „სოხუმის" მიერ მომზადებული ფილმი - „რთული არჩევანი - ქალი პოლიტიკაში".  ფილმის ჩვენების შემდეგ  გაიმართა დისკუსია. მონაწილეების აზრით აღნიშნული ფილმი საინტერესოა და მისი გმირები ბევრ მნიშვნელოვან შეკითხვაზე იძლევიან პასუხს: რატომ უნდა მოვიდეს ქალი პოლიტიკაში, რამდენად რთულია ქალისათვის არჩევანის გაკეთება მოვიდეს პოლიტიკაში.

დისკუსიისას აქცენტი გაკეთდა მოახლოებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ქალთა ჩართულობის გაზრდის აუცილებლობაზე. დაისახა სამომავლო გეგმები:

კლუბის წევრები თვლიან, რომ ეს წელი განსაკუთრებული აქტიურობით უნდა იყოს გამორჩეული. აღინიშნა, რომ აუცილებელია სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებთან  თანამშრომლობის რეჟიმში მუშაობა ქალი კანდიდატების გამოსავლენად და მომავალი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში  გენდერული სურათის შესაცვლელად.
კატეგორია: კლუბები | ნანახია: 1324 | დაამატა: admin | თარიღი: 12.01.2010

« 1 2 ... 248 249 250 251 252 »
საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  მარტი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0