შეხვედრაზე ამომრჩეველ ქალთა კლუბის ერთწლიანი მუშაობის შეჯამდა.
მოდერატორებმა - ნინო ნიკოლაიშვილმა და ქეთევან ქადიეშვილმა ამ დღისთვის ელექტრონული პრეზენტაცია მოამზადეს. კლუბის წევრებმა
დიდ ეკრანზე ერთად დაათვალიერეს კლუბის ფეისბუქ-გვერდი.
ითქვა, რომ საპროექტო წლის განმავლობაში მოგვარდა 10-ზე მეტი
ადგილობრივი პრობლემა, ჩატარდა კულტურული ღონისძიებები.
კლუბის წევრმა, ლოგოპედმა თამარ დუმბაძემ განაცხადა, რომ პოლიტიკაში მოსვლას აპირებს, ეს
სურვილი მას კლუბთან თანამშრომლობამ კიდევ უფრო გაუღვივა.
- კლუბი ააქტიურებს ქალებს, მეც მინდა მოვსინჯო ძალები პოლიტიკაში.
მინდა ჩემს სფეროში ბევრი რამ გავაკეთო, დავეხმარო სოციალურად დაუცველ ფენას, არჩევნებში
გასამარჯვებლად ამომრჩეველ ქალთა კლუბის მხარდაჭერას ველოდები! - აღნიშნა თამარ დუმბაძემ.
პროექტი ხორციელდება
დემოკრატიის ნაციონალური ფონდის