ოთხშაბათი, 27.11.2024, 19:10
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » კლუბები

ხონის ქალთა მხარდაჭერის ცენტრში ჩატარდა ახალგაზრდული კლუბის საინფორმაციო შეხვედრა  თემაზე  „ოჯახური ძალადობა - საზოგადოების პრობლემა“.

შეხვედრა, რომელშიც  13 ახლგაზრდა მონაწილეობდა, ორ ნაწილად ჩატარდა. ჯერ იყო ახალი წევრების გაცნობა და  მოხალისეთა ჯგუფის შექმნა. ეს ჯგუფი ორგანიზებას გაუწევს სხვადასხვა ღონისძიების ჩატარებას.

შეხვედრის მეორე ნაწილში გაიმართა ძირითადი თემის განხილვა, საინტერესო ინტერაქტივი, დისკუსია, რომელმაც გამოავლინა, რომ თემა აქტუალურია და ჯერ კიდევ ბევრია სამუშაო.

დაიგეგმა ღონისძიებები, მათ შორის მეტი ახალგაზრდის ჩართვა, საინფორმაციო შეხვედრების ჩატარება სოფლებში.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

 

კატეგორია: კლუბები | ნანახია: 700 | დაამატა: admin | თარიღი: 20.01.2015

ბათუმის ამომრჩეველ ქალთა კლუბის წყალობით ქალები წელს კიდევ უფრო გააქტიურდნენ, ესწრებოდნენ საკრებულოს სხდომებს, მონაწილეობა მიიღეს ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემების შესწავლასა და ადვოკატირებაში, - ასე შეფასდა  ერთწლიანი მუშაობა.

კლუბის წევრთა ადვოკატირებით  ზამთარში რამდენიმე ოჯახი მიიღებს შეშას,  დევნილთა რეაბილიტირებულ ჩასახლებაში შიდაგანათება დამონტაჟდება.

ბათუმის ქალთა კლუბის წევრებმა პრობლემათა პაკეტი შეიმუშავეს.  გამოვლინდა ყველაზე აქტუალური პრობლემები: წყლის და ბარაკების პრობლემა თამარის დასახლებაში, სტიქიით დაზარალებულთათვის კომპენსაციის გადაცემა, ხოფის ბაზრობაზე მომხდარი ხანძრის დროს დაზარალებული ადამიანებისათვის დახმარების გაწევა.

აღნიშნული პრობლემების მოგვარებას კლუბი მომავალი წლიდან შეუდგება.

 

პროექტი ხორციელდება აშშ  სახელმწიფო დეპარტამენტის  მხარდაჭერით

 

კატეგორია: კლუბები | ნანახია: 831 | დაამატა: admin | თარიღი: 18.12.2014

 

ამომრჩეველ ქალთა კლუბზე კიდევ ერთხელ დაისვა აფხაზეთიდან დევნილთა პრობლემები. ტერიტორია, რომელიც ზაფხულში ფონდი „სოხუმის“ ჩარევით დასუფთავდა, დღეს ისევ დაბინძურებულია.

აღინიშნა, რომ დევნილთათვის რეაბილიტირებულ შენობებში აღდგენას საჭიროებს საკანალიზაციო სისტემა. აღნიშნული პრობლემების გადაჭრის მიზნით, ადვოკატირების ჯგუფის წევრები სენაკის გენდერულ საკონსულტაციო საბჭოს მიმართავენ.

კლუბის წევრებმა მომავალი ერთწლიანი გეგმაც დასახეს - პრობლემების მოგვარებაში ისინი აპირებენ აქტიურად ჩართონ ადგილობრივი ხელისუფლების, გენდერული საკონსულტაციო საბჭოს,  არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მასმედიის წარმომადგენლები.

 

პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის  

გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

 

კატეგორია: კლუბები | ნანახია: 731 | დაამატა: admin | თარიღი: 12.12.2014

 

ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემების ადვოკატირებაში ამომრჩეველ ქალთა კლუბის როლი, კლუბის ერთწლიანი მუშაობის შეფასება,  თანამშრომლობა ოზურგეთის გენდერულ საკონსულტაციო საბჭოსთან და მასმედიასთან - ეს და სხვა საკითხები განიხილებოდა კლუბის შეხვედრაზე ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში.

შეხვედრა განსხვავებულ ფორმატში ჩატარდა - მოწვეულნი იყვნენ ოზურგეთის სხვადასხვა მედიასაშუალების წარმომადგენლები. ითქვა, რომ კლუბი ახლოს იცნობს მოსახლეობის პრობლემებს და ხელს უწყობს მათ მოგვარებას ადგილობრივი ხელისუფლების,  გენდერული საკონსულტაციო საბჭოსა თუ ჟურნალისტების მხარდაჭერით.

შეხვედრაზე სხვა საკითხებთან ერთად წამოიჭრა ყოფილი ქალი პატიმრების პრობლემა - კლუბის წევრები პრობლემის ადვოკატირებას გეგმავენ ამ კატეგორიის ქალბატონების რეაბილიტაციისა და ინტეგრაციის მიზნით.

პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის  

გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

 

კატეგორია: კლუბები | ნანახია: 723 | დაამატა: admin | თარიღი: 11.12.2014

ქუთაისის ამომრჩეველ ქალთა კლუბზე ხშირად დასმულა ტრანსპორტთან დაკავშირებული პრობლემები და სიტუაცია საბავშვო ბაღებში. ამიტომაც სხდომაზე მოწვეული იყო საკრებულოს წევრი დავით წიტაიშვილი, რომელიც კურირებს განათლებისა და ტრანსპორტის საკითხებს.

საუბარი შეეხო გაუმართავ ტრანსპორტს, ხაზიდან თვითნებურად გასვლას, სადგურების განტვირთვას. როგორც აღინიშნა, ამ საკითხების მოგვარებისთვის ადგილობრივი ხელისუფლების მეტი ჩართულობაა საჭირო.

გაირკვა, რომ მომავალი წლიდან იგეგმება ორი საბავშვო ბაღის მშენებლობა, აგრეთვე ბაღებში თანამშრომელთა დამატება, ფსიქოლოგების და ლოგოპედების გადამოწმება.

 

პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის  

გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

 

კატეგორია: კლუბები | ნანახია: 770 | დაამატა: admin | თარიღი: 13.10.2014

ქალთა მხარდაჭერის ცენტრში ამომრჩეველ ქალთა კლუბის ძველი და ახალი წევრები შეიკრიბნენ. მოწვეულნი იყვნენ საკრებულოს წევრები: დინარა ხუხუა, კობა კილასონია, ჯუმბერ ლაშქარავა და ელისო ცაგურია.

კლუბზე კიდევ ერთხელ აღინიშნა სანატორიუმ „მენჯში“ ჩასახლებული დევნილების პრობლემა. ითქვა, რომ გაუსაძლის პირობებში მცხოვრებ დევნილებს არა აქვთ  ინფორმაცია, თუ რა ბედი ეწევათ მომავალში.

გადაწყდა, რომ წამოჭრილი პრობლემის ადვოკატირებაში ჩაერთვებიან სენაკის ამომრჩეველ ქალთა კლუბის და გენდერული საკონსულტაციო საბჭოს წევრები. სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო კი შუამდგომლობით მიმართავს დევნილთა და განსახლების სამინისტროს.

 

პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის  

გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

 

კატეგორია: კლუბები | ნანახია: 662 | დაამატა: admin | თარიღი: 09.10.2014

ამომრჩეველ ქალთა კლუბის აქტიური წევრი - ექიმი - ლოგოპედი თამარ დუმბაძე დაწინაურდა - ის ოზურგეთის მერიის სოციალურ განყოფილებას  უხელმძღვანელებს - ამ სასიამოვნო ინფორმაციით დაიწყო ამომრჩეველ ქალთა კლუბის მორიგი შეხვედრა ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში.

კლუბის წევრები აღნიშნავენ, რომ ოზურგეთში ბევრი სოციალური საკითხია შესასწავლი და მოსაგვარებელი, რაშიც მათ თანაგუნდელი - თამარ დუმბაძის მხარდაჭერის იმედი აქვთ.

ოზურგეთელი ქალბატონები სამომავლო გეგმებზეც საუბრობენ - მონაწილეობას მიიღებენ 5 სექტემბერს პერევში გამართულ ნაციონალური კერძების ფესტივალზე.

 

პროექტი  ხორციელდება  გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის

გენდერული  თანასწორობის  ფონდის მხარდაჭერით

 

კატეგორია: კლუბები | ნანახია: 875 | დაამატა: admin | თარიღი: 26.08.2014

« 1 2 3 4 5 ... 43 44 »
საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  ნოემბერი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 56
სტუმარი: 56
მომხმარებელი: 0