ოთხშაბათი, 27.11.2024, 18:10
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2012 » აპრილი » 25 » ტრენინგი ფონდ „სოხუმში“ ქალთა მხარდაჭერის ცენტრების მოდერატორებისათვის
11:18
ტრენინგი ფონდ „სოხუმში“ ქალთა მხარდაჭერის ცენტრების მოდერატორებისათვის

ფონდ „სოხუმში" ჩატარდა ორდღიანი ტრენინგი ქალთა მხარდაჭერის ცენტრების მოდერატორებისათვის. ტრენინგის თემა იყო „პროექტების შედგენა და ადვოკატირება".

ტრენინგს ქუთაისის, ხონის, წყალტუბოს, სენაკის, ფოთის და ხურჩის ქალთა მხარდაჭერის ცენტრების თერთმეტი მოდერატორი ესწრებოდა. ტრენინგის პირველი დღე დაეთმო პროექტების შემუშავებას (პროექტის ციკლი, ძირითადი ეტაპები, მისია, მიზანი, ტიპიური პროექტის სტრუქტურა და სხვა.), ხოლო მეორე - სამოქალაქო ინტერესების ადვოკატირებას (ადვოკატირების უნარ-ჩვევების დაუფლება: პრობლემის დასმა, ინფორმაციის მოპოვება, მიზნის დასახვა, შემოწმების მექანიზმები...) და ადგილობრივ ხელისუფლებასთან თანამშრომლობის საკითხებს.

ტრენინგის მსვლელობისას მოსახლეობის მრავალი პრობლემა გამოიკვეთა (მაგალითად, ხურჩასა და ნაბაკევში მცხოვრებ პენსიონრებს ძალიან უჭირთ ზუგდიდში პენსიების ასაღებად გადასვლა. ისინი ხურჩაში „ლიბერთი ბანკის" ბანკომატის გახსნას ან თანხის ადგილზე მიტანას ითხოვენ.

ტრენინგზე ჩატარებულმა რეფლექსიამ აჩვენა, რომ მონაწილეთა უმრავლესობა მზადაა პროექტებზე დამოუკიდებლად მუშაობისა და ადვოკატირების ეფექტური სტრატეგიის შესამუშავებლად.

 

პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით.

კატეგორია: ტრენინგ-სემინარები | ნანახია: 840 | დაამატა: admin | ტეგები: EED | რეიტინგი: 0.0/0

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 32
სტუმარი: 32
მომხმარებელი: 0