კვირა, 24.11.2024, 00:39
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2012 » აპრილი » 25 » რადიოგადაცემა - ქალთა მხარდაჭერის ცენტრების მუშაობის ახალ ეტაპზე
11:44
რადიოგადაცემა - ქალთა მხარდაჭერის ცენტრების მუშაობის ახალ ეტაპზე

25 აპრილს რადიო "ძველი ქალაქის" ეთერით   ფონდის რადიოგადაცემა გავიდა, რომელმაც მაყურებელს საერთაშორისო ორგანიზაცია EED-ს მიერ მხარდაჭერილ  პროექტში დაწყებული მუშაობის შესახებ მოუთხრო.

პროექტის კოორდინატორი იმ საქმიანობისა და საზოგადოებაში მოსალოდნელი ცვლილებების  შესახებ გვაძლევს ინფორმაციას, რომელიც უნდა განხორციელდეს სამწლიანი პროექტის ფარგლებში.

პროექტის მნიშვნელოვანი კომპონენტია ახალი ეტაპი ქალთა მხარდაჭერის ცენტრების   მუშაობაში, რაც მოიაზრებს მეტ ავტონომიას და  ადგილობრივი თემის მეტ ჩართულობას ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრაში. ასევე - ორგანიზაციის უფრო მჭიდრო თანამშრომლობა ხელისუფლების ადგილობრივ სტრუქტურებთან, რაც გამოიხატება მათთან მემორანდუმების გაფორმებაში. სენაკის ადგილობრივ ხელისუფლებასთან  გაფორმებული მემორანდუმი ასეთი თანამშრომლობის საუკეთესო პრეცენდენტია: „ნებისმიერი,  საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანი პრობლემის გადაჭრა შეიძლება, როდესაც  ჩვენს ძალისხმევას გავაერთიანებთ", - ასე აფასებს ამ თანამშრომლობას სენაკის თვითმმართველობის ხელმძღვანელი, ბატონი ბესიკ ნარმანია.

იმას, რომ ეს თანამშრომლობა ღირებულია, რესპონდენტთა მიერ აღწერილი შემთხვევებიც ცხადყოფს: რამდენიმე ოჯახის ხვედრი, რომელიც უკეთესობისკენ მხოლოდ საზოგადოებისა და სხვადასხვა სტრუქტურების აქტიური ჩარევის შედეგად შეიცვალა...

 

პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით.

კატეგორია: რადიოგადაცემები | ნანახია: 902 | დაამატა: admin | ტეგები: EED | რეიტინგი: 0.0/0

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 53
სტუმარი: 53
მომხმარებელი: 0