ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრმა 6 წარმოდგენა გამართა წყალტუბოს 1-ლ საჯარო სკოლაში. შეხვედრას ესწრებოდა 68 მოსწავლე, მასწავლებლები და სკოლის დირექტორი.
სცენების ნახვის შემდეგ არა მარტო მოსწავლეები, დირექტორიც კი ჩაერთო თამაშში. ამას აქტიური დისკუსიები მოჰყვა. ყოველივე ეს საინტერესო და შთამბეჭდავი აღმოჩნდა.
მოსწავლეებმა სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს ახალგაზრდა მსახიობებთან, სკოლის დირექტორს კი გაუჩნდა მეტყველებისა და თეატრალური წრეების გახსნის იდეა.
პროექტიხორციელდებაორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
ქუთაისის 30-ე სკოლაში ჩატარდა ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმოდგენა. დამსწრეთა რაოდენობა რეკორდული იყო - 58 მოსწავლე და მასწავლებელი. გაიმართა 8 წარმოდგენა, რომლებშიც მაყურებელი აქტიურად ჩაერთო.
როგორც ერთ-ერთმა მონაწილე გოგონამ აღნიშნა, საინტერესო და შთამბეჭდავია, რეკვიზიტების გარეშე, ნებისმიერ სივრცეში წარმოადგინო ასეთი რეალური სცენები.
ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრმა მიიღო მოწვევა, რათა წარმოდგენები ნახოს მთელმა პედკოლექტივმა და დანარჩენმა მოსწავლეებმა.
პროექტიხორციელდებაორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
ფორუმ-თეატრის წარმოდგენებს სენაკის 1-ლ სკოლაში 62 მოსწავლე დაესწრო. ფორუმ-თეატრმა 7 წარმოდგენა უჩვენა შეკრებილებს, რამაც საინტერესო დისკუსიები და მოსწავლეთა აქტიური ჩართულობა გამოიწვია..
ყველაზე დიდი მოწონება დაიმსახურა სცენამ, სადაც დედა შვილის ურთიერთობა არის ნაჩვენები. ყველამ ერთხმად შვილი დაადანაშაულა და უმეტესობამ საკუთარი თავი, საკუთარი ნაკლი დაინახა. მერე ეცადნენ, ეჩვენებინათ, როგორ შეიძლება სიტუაციის გამოსწორება, რა უნდა გააკეთონ, რომ არ განვითარდეს კონფლიქტი და შემდგომ ძალადობაში არ გადაიზარდოს. სწორედ ეს არის ფორუმ-თეატრის ერთ-ერთი შედეგი.
პროექტიხორციელდებაორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
წყალტუბოს მე-2 სკოლაში ჩატარებულ ფორუმ-თეატრს 50-მდე მოსწავლე და მასწავლებელი დაესწრო. მაყურებლებმა ნახეს 7 წარმოდგენა, რამაც მათი ჩართულობა და საინტერესო დისკუსია გამოიწვია.
შეკრებილებს სურვილი გაუჩნდათ, ფონდი „სოხუმის“ დახმარებით სკოლაშიც შექმნან ფორუმ-თეატრი, რადგან ძალიან მოეწონათ გამოხატვის და ადამიანებთან ურთიერთობის ეს ფორმა.
პროექტიხორციელდებაორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
ფინდი „სოხუმის“ ფორუმ-თატრმა ახალ წელს მუშაობა განაახლა ახალი მსახიობებითა და ახალი წარმოდგენებით.
პირველი გამოსვლა გაიმართა ქუთაისში, ყოფილი სატრაქტორო ქარხნის კოლექტიურ ცენტრში. აქ მცხოვრები დევნილები კარგად იცნობენ პატარა სცენებში დასმულ პრობლემებს, ამიტომაც აქტიურად ჩაერთნენ ისინი დისკუსიებში და ახალგაზრდა მსახიობებთან ერთად ეძებდნენ გამოსავალს რთული ცხოვრებისეული სიტუაციებიდან...
პროექტიხორციელდებაორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
კამპანიის დღეებში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრმა წარმოდგენები გამართა ზუგდიდის უნივერსიტეტში, ქუთაისის 29-ე საჯარო სკოლაში, ქუთაისის ცენტრალურ პარკში და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მე-5 სკოლაში.
მაყურებლებმა საინტერესო სანახაობასთან ერთად მიიღეს სანფორმაციო ფურცლები, სცენებში ჩართვის სესაძლებლობა, დისკუსიებში მონაწილეობა, რამაც დაუვიწყარი შთაბეჭდილება მოახდინა მათზე.
-ეს იყო საოცრება. იმდენად რეალური, რომ ძალიან ბევრ მომენტში ჩემი თავი დავინახე. როდესაც გავიგე, რომ ახალგაზრდები პროფესიით მსახიობები არ არიან, მივხვდი, რომ ამ ხელობის სწავლა შეიძლება. სურვილი გამიჩნდა, თავად შევქმნა ფორუმ-თეატრი. მსურველი ბევრი იქნება, - აღნიშნა ერთ-ერთმა მაყურებელმა.