პარასკევი, 19.04.2024, 21:56
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2013 » აგვისტო » 23 » პანელური დიალოგი ფოთში
09:31
პანელური დიალოგი ფოთში

„17 აგვისტოს გამართულ გარემოს დაცვის აქციას ადგილობრივი თვითმმართველობის ტერიტორიული მართვის ორგანოები, ინფრასტრუქტურის, კულტურის სამსახურები აქტიურად შემოუერთდნენ. როგორც მათ აღნიშნეს, ასეთი ინიციატივა იშვიათად მოდის სამოქალაქო საზოგადოებიდან და ამიტომ განსაკუთრებით დასაფასებელია", - ეს ინფორმაცია გაჟღერდა ფოთში, ამომრჩეველ ქალთა კლუბსა და ადგილობრივ ხელისუფლებასთან პანელურ დიალოგზე, სადაც შეფასდა სამოქალაქო ინიციატივების შედეგები.

ითქვა, რომ ბავშვთა გასართობი კუთხის ხარჯთაღრიცხვა შესაბამისმა სამსახურებმა გააკეთეს და საკითხის განხილვა მიმდინარეობს საკრებულოს დონეზე. როგორც დიალოგის მონაწილე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელმა განაცხადა, ის, რომ მოქალაქეები მზად არიან საკუთარი წვლილი შეიტანონ პარკის კეთილმოწყობაში, საკითხის პოზიტიურად გადაწყვეტის წინაპირობაა.

ინიციატივის ჯგუფის წევრებმა აღნიშნეს, რომ პროექტმა მათ ახალი გამოცდილება შესძინა: „17 აგვისტოს აქციაზე კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ სამოქალაქო აქტიურობა უპასუხოდ არ რჩება და ძალიან ხშირად მხარდაჭერილია ადგილობრივი ხელისუფლების, მედიის, მოქალაქეთა მხრიდან, რადგან ყველა ხედავს, რომ ის საზოგადოებრივ სიკეთეს ემსახურება".

 

პროექტი ხორციელდება საქართველოში აშშ საელჩოს მხარდაჭერით

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 815 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  აგვისტო 2013  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0