ოთხშაბათი, 27.11.2024, 18:49
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2013 » მაისი » 16 » პანელური დიალოგი ადგილობრივ ხელისუფლებასთან ფოთში
11:50
პანელური დიალოგი ადგილობრივ ხელისუფლებასთან ფოთში

16 მაისს, ფოთის ამომრჩეველ ქალთა კლუბის საინიციატივო ჯგუფის ორგანიზებით ადგილობრივ ხელისუფლებასთან პანელური დიალოგი გაიმართა.

„დიალოგის"  თემა იყო მგალობლიშვილის ქუჩაზე მდებარე ბაღის (11)მიმდებარე ტერიტორიაზე ბავშვთა გასართობი კუთხის ორგანიზებისათვის ადგილობრივი ხელისუფლებისა და მოქალაქეთა თანამშრომლობის საკითხი.

„ჩვენს ქალაქში ძალიან დაბალია მოქალაქეთა მსგავსი აქტივობების ხარისხი, ამიტომ ამ ინიციატივას მივესალმებით და ყოველნაირად მხარს დავუჭერთ, მითუმეტეს გრძელვადიან პერსპექტივაში ამ უბანში მსგავსი სამუშაო დაგეგმილი იყო. საკითხში ადგილობრივი მოქალაქეების ორგანიზებული ჩართვა მხოლოდ დააჩქარებს საკითხის დროულ გადაწყვეტას".

"რა თქმა უნდა, ამ ინიციატივას მხარს ვუჭერთ და ძალისხმევას არ დავიშურებთ მისი ლობირებისათვის.  შედეგად  -  პატარები სასურველ მოედანს მიიღებენ, უბანს კი მოშორდება საფრთხე, რასაც ტერიტორიის დღევანდელი მოუწესრიგებელი მდგომარეობა უქადის, -ასე შეაფასეს კლუბის ინიციატივა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა. 

შეხვედრაზე ინიციატივის დეტალები და მისი განხორციელების ერთობლივი გეგმაც განიხილეს.

 

პროექტი ხორციელდება საქართველოში აშშ საელჩოს მხარდაჭერით.

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 823 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2013  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 10
სტუმარი: 10
მომხმარებელი: 0