15 მაისს 15.00 საათზე ქუთაისში საქართველოს პარლამენტის შენობასთან
„გენდერული თანასწორობის ქსელისა" და „ჟურნალისტა ქსელი გენდერული
თანასწორობისათვის" ინიციატივით გაიმართა
ფართომასშტაბიანი აქცია - „აირჩიე
დემოკრატია".
ღონისძიებაში აქტიურად ჩაერთვნენ ფონდი „სოხუმის" ლიდერ გოგონათა სკოლის, ქალთა
მხარდაჭერის ცენტრების, ამომრჩეველ ქალთა კლუბების აქტივისტი ქალები
ქუთაისიდან, ხონიდან, სენაკიდან, წყალტუბოდან, ოზურგეთიდან, ფოთიდან, ბათუმიდან, ხობიდან
და სხვადასხვა ინტიტუტის სტუდენტები....
ღონისძიებას შეურთდნენ და საკუთარი მხარდაჭერა დააფიქსირეს არასამთავრობო
ორგანიზაციების, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა. აქციაზე
მრავლად იყვნენ მასმედიის, როგორც რეგიონული ასევე ცენტრალური ტელეკომპანიების
ჟურნალისტები.
პარლამენტის წინ გამართულმა აქციამ, რომელშიც 1000-ამდე ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, მორიგი სიგნალი მისცა
საზოგადოებას, პარლამენტისა და მთავრობის
წევრებს მხარი დაუჭირონ დემოკრატიას, ქალთა პოლიტიკურ გაძლიერებას და უფრო აქტიურად
იმუშაონ გენდერული თანასწორობის
მისაღწევად.
ღონისძიება ოპერატიულად გაშუქდა რეგიონალური და ცენტრალური მედია
საშუალებების მიერ.
|