16
მაისს, ფოთის ამომრჩეველ ქალთა კლუბის საინიციატივო ჯგუფის ორგანიზებით ადგილობრივ
ხელისუფლებასთან პანელური დიალოგი გაიმართა.
„დიალოგის" თემა იყო მგალობლიშვილის ქუჩაზე მდებარე ბაღის
( №11)მიმდებარე
ტერიტორიაზე ბავშვთა გასართობი კუთხის ორგანიზებისათვის ადგილობრივი ხელისუფლებისა
და მოქალაქეთა თანამშრომლობის საკითხი.
„ჩვენს
ქალაქში ძალიან დაბალია მოქალაქეთა მსგავსი აქტივობების ხარისხი, ამიტომ ამ ინიციატივას
მივესალმებით და ყოველნაირად მხარს დავუჭერთ, მითუმეტეს გრძელვადიან პერსპექტივაში
ამ უბანში მსგავსი სამუშაო დაგეგმილი იყო. საკითხში ადგილობრივი მოქალაქეების ორგანიზებული
ჩართვა მხოლოდ დააჩქარებს საკითხის დროულ გადაწყვეტას".
"რა
თქმა უნდა, ამ ინიციატივას მხარს ვუჭერთ და ძალისხმევას არ დავიშურებთ მისი ლობირებისათვის. შედეგად
- პატარები სასურველ მოედანს მიიღებენ,
უბანს კი მოშორდება საფრთხე, რასაც ტერიტორიის დღევანდელი მოუწესრიგებელი მდგომარეობა
უქადის”,
-ასე შეაფასეს კლუბის ინიციატივა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა.
შეხვედრაზე
ინიციატივის დეტალები და მისი განხორციელების ერთობლივი გეგმაც განიხილეს.
პროექტი ხორციელდება საქართველოში აშშ საელჩოს მხარდაჭერით. |