| ფონდ „სოხუმს" დღეიდან 6 ახალგაზრდული ცენტრი
ექნება - ქუთაისში, წყალტუბოში, ხონში, სენაკში, ფოთსა და ხურჩში. ცენტრებს ლიდერთა
სკოლის კურსდამთავრებულები უხელმძღვანელებენ. ცენტრების გაერთიანებით შეიქმნა ახალგაზრდული
ქსელი, რომლის მიზანია რეგიონის ახალგაზრდების მობილიზება და გააქტიურება, მათი ლიდერული
უნარ-ჩვევების გაზრდა და მოტივირება ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ
საქმიანობაში ჩართვისათვის.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია „ქალები ქალებისათვის" (KVINNA TILL KVINNA) მხარდაჭერით (შვედეთი) |