20
მაისს ფონდი „სოხუმის" სენაკის ქალთა მხარდაჭერის ცენტრში ამერიკის საელჩოს მიერ დაფინანსებული
პროექტის ფარგლებში მორიგი პანელური დიალოგი გაიმართა, რომელზეც გამოიკვეთა, როგორ
ხორციელდება წინა შეხვედაზე განხილული სენაკის საინიციატივო ჯგუფის სამოქალაქო ინიციატივა,
რა მიმართულებით მიიჩნიეს საჭიროდ ინიციატივის გაღრმავება კლუბის წევრებმა, ახალგაზრდა
აქტივისტებმა.
„ჩატარებულმა
მუშაობამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რამდენად
აქტუალურია ეკოლოგიური განათლების თემა. სკოლებში საგანმანათლებლო მუშაობას თითქმის
ყველა მასწავლებელი შემოუერთდა, რის შემდეგაც მოსწავლეებმა თვითონ დაამზადეს პოსტერები,
გააკეთეს გამოფენა, რომელიც არსებულ საგანგაშო ეკოლოგიურ სურათს ასახავს. პარალელურად,
ინიციატივის განხორციელებაში თავისი წვლილი
შეიტანა ადგილობრივმა ხელისუფლებამაც, უკვე შეკვეთილია ნაგვის ბუნკერები კოლექტიური
ცენტრებისათვის". - ითქვა შეკრებაზე.
განსაკუთრებული
აქტივობით გამოირჩეოდნენ ნორჩი აქტივისტები,
რომლებიც ფონდის სხვადასხვა პროგრამებშიც არიან ჩართული. მათ რამდენიმე მნიშვნელოვანი
საკითხი წამოსწიეს: დააყენეს ადგილობრივი ხელისუფლების სანიტარული მონიტორინგის სამსახურის
უფრო ეფექტური მუშაობის საკითხი; გამოთქვეს სურვილი, უფრო დიდი მასშტაბი მისცენ საზოგადოებრივ
კამპანიას; თვითონაც ჩაატარონ საინფომაციო-საგანმანათლებლო მუშაობა, უფრო აქტიურად
ჩართონ მედია.
ადგილობრივი
ხელისუფლების წარმომადგენლებმა სიამოვნებით აღნიშნეს, რომ აშკარაა სამოქალაქო ინიციატივის
პოზიტიური რეზულტატები, ხაზი გაუსვეს ახალგაზრდების დიდი მოტივაციას და მათი ხელმძღვანელების
შესაბამის სამოქალაქო პასუხისმგებლობას; ამომწურავად
უპასუხეს მათთვის დასმულ ყველა კითხვას.
შეხვედრაზე
მყოფი ადგილობრივი წითელი ჯვარის საზოგადოების წარმომადგენლის შემოთავაზებით, მათი
მოხალისეები, რომელთა შორის ექიმებიც მრავლად არიან, სიამოვნებით შემოუერთდებიან საინფორმაციო
კამპანიას, რათა მოსახლეობას უფრო თვალსაჩინოდ დაანახონ საფრთხე, რომელსაც დაბინძურებული ბუნება უქადის მათ ჯანმრთელობას.
პროექტი ხორციელდება საქართველოში აშშ საელჩოს მხარდაჭერით. |