| მეოთხე, შემაჯამებელ პანელურ დიალოგზე ოზურგეთში,
ამომრჩეველ ქალთა კლუბსა და
ადგილობრივ ხელისუფლებას შორის სამოქალაქო ინიციატივის ფარგლებში ჩატარებული
მუშაობა შეფასდა:
„იმაზე ბევრად მეტის გაკეთება
შევძელით, ვიდრე თავიდან გვქონდა ჩაფიქრებული. ამაში ადგილობრივი ხელისუფლების,
საზოგადოების, კერძო სექტორის მხარდაჭერა გვქონდა".
„ჩვენი შესაძლებლობები სხვა
კუთხით დავინახეთ, შევძელით ჩვენი თანაქალაქელების დაინტერესება. დავრწმუნდით, რომ
თუ მოქალაქეობრივად მოტივირებული ადამიანები შეიკრიბნენ, ძალიან ხელშესახებ
შედეგებს მიაღწევენ".
ადგილობრივი ხელისუფლების
წარმომადგენლის შეფასებით, კლუბის
ინიციატივები კარგი მაგალითი იყო სამოქალაქო საზოგადოებისათვის: „როგორც გავიგე, პროექტი სრულდება, მაგრამ ვნახეთ,
რომ კლუბის წევრებს ახალი ინიციატივები აქვთ - კერძოდ,
ადგილობრივი მხატვრის ნამუშევრების საქველმოქმედი გამოფენა-გაყიდვა - რომელთა განხორციელებაშიც სიამოვნებით
დავეხმარებით. ამან სასიამოვნოდ გამაოცა, რადგან ნუ მიწყენთ და, ზოგ
არასამთავრობოსთან მიმართებაში ხშირად მინახავს, რომ პროექტების დასრულების შემდეგ
აქტივობებიც ქრება".
პროექტი ხორციელდება
საქართველოში აშშ საელჩოს მხარდაჭერით |