ლიდერთა სკოლის დემოკრატიის კურსის 24 მონაწილე ქუთაისში, ფონდ „სოხუმში " მორიგ ტრენინგზე შეიკრიბა. ტრენინგის პროგრამა
ითვალისწინებდა საკრებულოში ვიზიტს და ადგილობრივი თვითმმართველობის სტრუქტურისა და ცალკეული კომიტეტების ფუნქციების გაცნობას, რათა
მონაწილეებს წარმოდგენა ჰქონოდათ საკრებულოს აპარატისა და ცალკეული კომიტეტების
პრაქტიკულ საქმიანობაზე. ტრენინგის ამ ბლოკმა ნაყოფიერად ჩაიარა, რაც მონაწილეთა
შეფასებებშიც აისახა:
„ჩვენ მიგვიღეს არა როგორც სტუდენტები, არამედ როგორც
კოლეგები."
„საკრებულოს
მუშაობა სულ სხვაგვარად წარმომედგინა, შიდა სამზარეულოში ჩაგვახედეს, რაც ჩვენთვის სიახლე იყო."
არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო ტრენინგის დანარჩენი
ბლოკებიც. მონაწილეებმა ინტერესით მოისმინეს ინფორმაციები რა როლი აკისრია მედიას
დემოკრატიზაციის პროცესში. გაეცნენ ორგანულ კანონს ადგილობრივი თვითმმართველობის
შესახებ. მნიშვნელოვანი ინფორმაციები მიიღეს პოლიტიკური პარტიების როლზე
სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბების პროცესში. გაეცნენ სამოქალაქო აქტივიზმის
როლს.
საგანმანათლებლო პროგრამას თან ახლდა არაფორმალური
შეხვედრები. გოგონები სიამოვნებით ისმენდნენ ადგილობრივი პოეტების ლია გვენეტაძისა და გიზო
თავაძის ლექსებს.
შემეცნებითი საღამო გამოვიდა ტელეკომპანია „რიონის" დირექტორ თამილა ღვინიანიძესთან.
რომელმაც გოგონებს საკუთარ - როგორც ქალი ლიდერის განვლილ გზაზე უამბო.
ტრენინგის
დასასრულს მონაწილეების მიერ ასეთი შეფასებები გაჩნდა:
„განსხვავებული, კარგად დაგეგმილი, სულ სხვა დონის
ტრენინგი იყო".
„გავიზარდეთ, გაიზარდა ამბიცია და სურვილი გავიაროთ
სხვა წარმატებული ქალი ლიდერების გზა და მათ დავემსგავსოთ."
პროექტი ხორციელდება შვედეთის ქალთა ორგანიზაცია „ქალები ქალებისათვის" (KVINNA TILL KVINNA) მხარდაჭერით. |