ხუთშაბათი, 25.04.2024, 05:42
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2012 » აპრილი » 20 » ქალთა კლუბების ადვოკატირების ჯგუფების მუშაობის ამსახველი რადიოგადაცემა
11:51
ქალთა კლუბების ადვოკატირების ჯგუფების მუშაობის ამსახველი რადიოგადაცემა

20 აპრილსრადიო „ძველ ქალაქში" გასულმა რადიოგადაცემამ მაყურებელს ფონდი „სოხუმის" ამომრჩეველ ქალთა კლუბების ადვოკატირების ჯგუფების მუშაობის შესახებ მოუთხრო.

ქუთაისისა და წყალტუბოს ადვოკატირების ჯგუფების საქმიანობის შესახებ კლუბების მოდერატორი  გვიყვება.

წყალტუბოში - ამაგდარი დევნილი პედაგოგებისათვის  თვითმმართველობისგან ერთჯერადი დახმარების გამოყოფა, სატელევიზიო სიუჟეტი, რომელმაც საზოგადოებას ეს ადამიანები წარმოუდგინა და ამით პატივი მიაგო ზოგადად ამ სფეროს მოღვაწეთა შრომას;

ქუთაისში ცალკეული უბნების წყალმომარაგების საკითხი და მისი ადვოკატირებისათვის გაწეული ძალისხმევა, რომელმაც ყველა ადგილობრივი სტრუქტურა მოიცვა და დიდი საზოგადოებრივი რეზონანსი გამოიწვია;

„ვორქშოფები" რეგიონალურ კლუბებში, სადაც განისაზღვრა საკითხები,  რომლებიც კლუბებმა ადვოკატირებისათვის აირჩიეს და დასახეს საჭირო სტრატეგია;

ადვოკატირების შემთხვევები, რომლებიც განიხილეს, როგორც მაგალითი  და ერთად გააანალიზეს მისი სტრატეგიის სისწორე - ამ საკითხებს გადაცემის ძირითადი ნაწილი დაეთმო.

რუბრიკაში „აქტიური ქალი" გადაცემის ავტორი ჟურნალისტის, პუბლიცისტისა და ასევე ადვოკატირების ჯგუფის წევრის - ლია გვენეტაძის შესახებ მოგვითხრობს...

 

პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)

კატეგორია: რადიოგადაცემები | ნანახია: 857 | დაამატა: admin | ტეგები: NED | რეიტინგი: 0.0/0

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0