ოთხშაბათი, 27.11.2024, 23:06
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2013 » აგვისტო » 30 » გოგონებთან ტრადიციული შეხვედრები პოზიტიურ ცვლილებებს იწვევს
00:01
გოგონებთან ტრადიციული შეხვედრები პოზიტიურ ცვლილებებს იწვევს

ყოველი შეხვედრა განსხვავებულია, ზოგი განსაკუთრებული აქტიურობითა და  ცოცხალი დისკუსიით გამოირჩევა, ზოგან უფრო ჭირს დიალოგის წარმართვა, მაგრამ საბოლოოდ, ყოველი შეხვედრა გავლენას ახდენს ყოველ მონაწილეზე.

აგვისტოში, ტრადიციულად, გაგრძელდა შეხვედრები გოგონებთან. ქუთაისის, სენაკის, ხონის, წყალტუბოს, ფოთისა და ხურჩის  ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში ჩატარდა თითო შეხვედრა. მათი ძირითადი თემა იყო ოჯახში ძალადობა.

ახალგაზრდები თავისუფლად მსჯელობენ ამ აქტუალური პრობლემის ირგვლივ, მოჰყავთ ცხოვრებისეული მაგალითები, მეტნაკლებად იცნობენ კანონს ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ. იციან იმ მექანიზმების  შესახებ, რომელთა მეშვეობითაც  მსხვერპლს თავის დაცვა შეუძლია.

„თავისი ოჯახის ამბავი ქალმა საჯაროდ არ უნდა გამოიტანოს. მან მაქსიმალურად უნდა მოითმინოს, რადგან შვილები გაიზარდონ სრულფასოვან ოჯახში, სადაც დედაც არის და მამაც" - ზოგიერთი გოგონა ამ აზრისაა, მაგრამ ასეთი ნათქვამი ძალიან აღიზიანებს ახალგაზრდათა დიდ ნაწილს, რომლებიც ხმამაღლა აცხადებენ, რომ ქალს ზუსტად ისეთივე უფლებები გააჩნია, რაც მამაკაცს და დამთავრდა ის დრო, როცა მას მხოლოდ დიასახლისის ფუნქცია ჰქონდა.

ამ გოგონების პროტესტი ცვლილებს იწვევს იმათ შეხედულებებშიც, ვინც სხვაგვარად უყურებს ოჯახურ ურთიერთობებს.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 792 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  აგვისტო 2013  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 4
სტუმარი: 4
მომხმარებელი: 0