ექადიის სოფლი კლუბში ჩატარდა ვორკშოპი პრაქტიკული ადვოკატირების
უნარებში. ვორკშოპს ესწრებოდა 21 ქალბატონი. შეფასდა ადვოკატირების შედეგები. მონაწილეები აღნიშნავდნენ:
„ვერაფრით წარმოვიდგენდი, რომ ჩვენს ძალისხმევას შედეგი მოჰყვებოდა
და ამდენი ხნის მანძილზე ნაგროვები პრობლემების გადაჭრას შევძლებდით".
„ყველა ის ინსტანიცია, რომელიც დღემდე თავს არიდებდა ჩვენს პრობლემებზე
საუბარს, ყველანაირ საშუალებას ეძებს, რომ წყალმომარაგება გამუმჯობესდეს".
„საკრებულოს თავმჯდომარე ხშირად გვირეკავს და საქმის ვითარებას
გვაცნობს".
კლუბის წევრები კმაყოფილებას ვერ მალავენ იმის გამო, რომ მიუხედავად
გამოუცდელობისა, მოახერხეს ორგანიზებულ ჯგუფად ჩამოყალიბება, გამოკვეთეს ყველაზე მწვავე
პრობლემები და წარმატებით დაიწყეს მათი ადვოკატირება.
„იმდენად თვალსაჩინოდ გამოჩნდა ჩვენი კლუბის ხელმძღვანელის პროფესიონალიზმი,
პრინციპულობა, ორგანიზატორული ნიჭი, დიდი სურვილი გვაქვს, მომავალი თვითმმართველობის
არჩევნების შემდეგ საკრებულოში ვიხილოთ", - კლუბის ყველაზე ხანდაზმული წევრის ინიციატივას
ქალბატონები დიდი მოწონებით შეხვდნენ.
კლუბის წევრებისთვის ჩატარებულმა ვორკშოპმა ახალი პრობლემების
ადვოკატირების სტრატეგია განსაზღვრა.
პროექტი ხორციელდება
დემოკრატიის ნაციონალური ფონდის
(NED) მხარდაჭერით (აშშ) |