ხუთშაბათი, 28.11.2024, 00:09
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2013 » აგვისტო » 20 » ბათუმის კლუბში სამომავლო თანამშრომლობა დაისახა
20:37
ბათუმის კლუბში სამომავლო თანამშრომლობა დაისახა

ბათუმის ამომრჩეველ ქალთა კლუბში ბოლო პანელური დიალოგი გაიმართა. კლუბის სამოქალაქო ინიციატივის ჯგუფი ამჯერად შეხვდა საკრებულოს ქალ კანდიდატებს, რომლებიც ინტერესით გაეცნენ ინფორმაციას პროექტის შესახებ, ქალთა ჯგუფების მიერ სამოქალაქო ინიციატივების ფარგლებში განხორციელებულ აქციებს, მონიტორინგის შედეგებს, პროექტის მონაწილეთა შეფასებებს.

დიალოგზე კლუბთან სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებიც განიხილეს. როგორც  აღინიშნა, აჭარის რეგიონში გენდერული საკითხებით დაინტერესება წინა წლებთან შედარებით გაიზარდა და ამაში ფონდი „სოხუმის" დამსახურებაცაა:

„მივესალმებით თქვენს ინიციატივებს და მზადა ვართ თანამშრომლობისათვის ნებისმიერ ფორმატში. გარწმუნებთ,  გენდერული საკითხების წინწამოწევით არა მარტო ქალბატონები ვართ დაინტერესებული, ჩვენ ბევრი თანამზრახველი გვყავს ჩვენს კოლეგა მამაკაცებს შორის".

„იყო ბევრი საკითხი, რომელთა განხილვისას საკრებულოს წარმომადგენელ ქალებს სხვა პოზიცია გვქონდა. სამწუხაროდ, დრომ დაამტკიცა, რომ ჩვენ უფრო პრაგმატულად ვუყურებდით მოვლენებს. ასეთ დროს ძალიან მნიშვნელოვანია, ზურგს გვიმაგრებდეს გენდერული ექსპერტიზა. ამიტომ ჩვენთვის ძალიან ღირებულია თქვენთან თანამშრომლობა".

პროექტი ხორციელდება საქართველოში აშშ საელჩოს მხარდაჭერით

კატეგორია: კლუბები | ნანახია: 751 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  აგვისტო 2013  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 6
სტუმარი: 6
მომხმარებელი: 0