ფონდი „სოხუმის"
საკონფერენციო დარბაზში მრგვალი მაგიდის გარშემო დასავლეთ საქართველოს 7 ქალაქის (ქუთაისი,
წყალტუბო, ხონი, ხობი, ბათუმი, ზუგდიდი, ოზურგეთი) ამომრჩეველ ქალთა ლიგის წევრები შეიკრიბნენ.
ამომრჩეველ ქალთა ლიგის ერთწლიანი მუშაობა დადებითად შეფასდა. ჩატარებული
ვორკშოპების- ადვოკატირება და ლობირება, ლიდერი
და მისი გუნდი, მოსალოდნელი ცვლილებები საარჩევნო კოდექსში-შედეგად ქალთა აქტიურობის და ინფორმირებულობის დონე ამაღლდა.
შეიქმნა ადვოკატირების ხუთკაციანი ჯგუფები, რომელთაც შეძლეს ელექტროენერგიით,
წყლით მომარაგებისა და სხვა საყოფაცხოვრებო
პრობლემების ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე გადაჭრა. გამოიცა
საინფორმაციო კალენდარი, რომელიც ამომრჩეველ ქალთა ლიგის მუშაობას ასახავს. ჩატარდა
ბევრი კულტურული თუ გაცვლითი ღონისძიება.
მონაწილეთა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია თემებმა-პოლიტიკური
პარტიების წინასაარჩევნო სამზადისი, კანონის
გენდერული თანასწორობის შესახებ (სამოქმედო გეგმა) გაცნობა და ანალიზი.
დღის ბოლოს ჩატარდა
ჯგუფური სამუშაო-საპარლამენტო არჩევნები-პრობლემები და გადაჭრის გზები.
შეხვედრას ესწრებოდა
ფონდი „სოხუმის" დონორი შვედური ორგანიზაციის - „Kvinna Till Kvinna"-ს წარმომადგენელი მარი ვირდე.
- მიხარია, რომ ვარ თქვენთან. დიდი
ხანია ვთანამშრომლობთ ფონდ „სოხუმთან". ჩვენი
მიზანია, მეტი ქალი ლიდერი იყოს, რათა მსოფლიოში მივაღწიოთ მშვიდობას! ვგეგმავთ ვორკშოპებსა
და ტრენინგებს ქალბატონებისათვის საქართველოს სხვდასხვა რეგიონში,-აღნიშნა მარი ვირდემ.
პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)
|