შაბათი, 20.04.2024, 03:48
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2012 » აპრილი » 17 » ამომრჩეველ ქალთა კლუბის შეხვედრა წყალტუბოში
16:30
ამომრჩეველ ქალთა კლუბის შეხვედრა წყალტუბოში

 კლუბის შეხვედრაზე ორი საკითხი განიხილეს: მასმედიის როლი სამოქალაქო ადვოკატირებაში; კლუბის ადვოკატირების ჯგუფის მიერ გაწეული მუშაობის შეჯამება.

დოდო დევიძემ ( ჟურნალისტი, გაზეთი „წყალტუბო"), ისაუბრა მასმედიის როლზე სამოქალაქო ადვოკატირებაში. ჟურნალისტმა ყურადღება გაამახვილა ადვოკატირების პროცესში საზოგადოების ჩართულობის დაბალ ხარისხსა და გამომწვევ მიზეზებზე (მიმდინარე მოვლენების პასიური აღქმა და სხვა).

კლუბზე აჩვენეს ფონდი „სოხუმის" მიერ მომზადებული სიუჟეტი, რომელიც  წყალტუბოს ამომრჩეველ ქალთა კლუბის ადვოკატირების ჯგუფის ძალისხმევით,  აფხაზეთიდან დევნილი ხანდაზმული პედაგოგებისათვის ადგილობრივი ხელისუფლების მიერ ერთჯერადი დახმარების ( 200-200 ლარი) გადაცემას ასახავდა.  სიუჟეტმა გვიჩვენა, რომ თუ საზოგადოება იაქტიურებს, ბევრი პრობლემა გადაიჭრება.

დასასრულს, კლუბის წევრებმა შეაჯამეს ჩატარებული მუშაობა და ახალ პრობლემა (მრავალსართულიანი სახლებიდან ნაგვის ბუნკერების  გატანისა და სანაგვე ურნების  სახლებთან განლაგების საკითხი) დასვეს.

წყალტუბოს ამომრჩეველ ქალთა კლუბის შეხვედრას ოცდახუთი ქალბატონი ესწრებოდა.

 

პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)

კატეგორია: კლუბები | ნანახია: 811 | დაამატა: admin | ტეგები: NED | რეიტინგი: 0.0/0

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0