ერთი წელიწადია რაც წყალტუბოს ამომრჩეველ ქალთა კლუბმა თავისი საქმიანობა დაიწყო. კლუბის მორიგ შეხვედრაზე მონაწილეებმა ერთხმად აღნიშნეს, რომ პროექტის ფარგლებში ჩატარებული ღონისძიებები - შეხვედრები თუ ტრენინგები ძალიან საინტერესო იყო.
კლუბის წევრებმა გასული ერთწლიანი მუშაობა ასე შეაფასეს:
- ნაყოფიერი და საქმიანი შეხვედრები გვქონდა.
- საშუალება მოგვეცა საკუთარ პრობლემებზე გვესაუბრა.
- უკეთ გავეცანით ჩვენს უფლებებს. მივიღეთ ინფორმაციები საარჩევნო კანონმდებლობის შესახებ. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების უფლება-მოვალეობებზე.
კლუბის წევრები მიიჩნევენ, რომ აუცილებელია კლუბმა მომავალშიც გააგრძელოს თავისი საქმიანობა, რაც ქალთა გააქტიურებას და მათი შესაძლებლობებისრეალიზებას შეუწყობს ხელს.
პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)