ამომრჩეველ ქალთა კლუბის მორიგი შეხვედრასასიამოვნო სიახლის გაცნობით დაიწყო - საკრებულოს წევრი ქალბატონი მაგდა მენაბდე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციის თავმჯდომარედ აირჩიეს. კლუბის წევრებმა გამოხატეს სურვილი, რომ მაგდა მენაბდის მსგავსად, მმართველ თანამდებობებზე უფრო მეტიქალბატონი იყოს წარმოდგენილი.
ორსაათიანი შეხვედრა ფოთში კლუბის მუშაობის ერთწლიან შეჯამებას დაეთმო.
ქალბატონებმა დადებითად შეაფასეს განვლილი ერთი წელიწადი. მათი თქმით, კლუბთან თანამშრომლობის შემდეგ არაერთ ქალს გაუჩნდა ამბიცია პოლიტიკაში მოსვლის, ბევრმა ქალმა დაინახა საკუთარ თავში ლიდერი!
კლუბის წევრები იმედოვნებენ, რომ ფონდი "სოხუმის" ხელშეწყობით კიდევ არაერთ საინტერესო პროექტში მიიღებენ მონაწილეობას.
პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)