კლუბის წევრებმა - ჟურნალისტებმა, პედაგოგებმა, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა აქტიური მონაწილეობა მიიღეს დისკუსიაში თემაზე - მედიის როლი ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემების ადვოკატირებაში.
შეხვედრაზე ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემებზე ისაუბრეს. აღინიშნა, რომ ქალაქის ცენტრალურ ქუჩებში არ არის პარკირების ადგილი, გადათხრილია შიდა გზები, უხარისხოა სასმელი წყალი.
ერთსაათიან ვორკ-შოპზე - „სამოქალაქო ადვოკატირების სტრატეგია და ტაქტიკა" - კლუბი წევრებმა, მოსახლეობის პრობლემების გადასაჭრელად, ადვოკატირების ჯგუფის სამოქმედო გეგმა შეიმუშავეს.
ჯგუფი პრობლემების ეფექტური ადვოკატირების მიზნით აქტიურად ითანამშრომლებსადგილობრივ ხელისუფლებასთან და მედიასთან.
პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)