შეხვედრაზე ამომრჩეველ ქალთა კლუბის ერთწლიანი მუშაობა შეფასდა - აღინიშნა, რომ განსაკუთრებით სასარგებლო იყო ჩატარებული ვორკშოპები თემებზე - ადვოკატირება და ლობირება, გაცვლითი შეხვედრები რეგიონებში.
- საინტერესო და სასარგებლო იყო ერთი წლის განმავლობაში ადვოკატირებისა და ლობირების გზით ჩატარებული მუშაობა, მეტი ცოდნა და გამოცდილება შევიძინეთ. შესაძლებლობა მოგვეცა, ჩვენი პრობლემები დევნილთა სამსახურისა თუ ადგილობრივი თვითმმართველობის დონემდე მიგვეტანა, დავსვით წყლითა და ელექტოროენერგიით მომარაგების პრობლემა, რაც დადებითად გადაიჭრა, - აღნიშნეს კლუბის წევრმა ქალებმა.
ითქვა ისიც, რომ ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრობამ ქალებს მეტი სტიმული მისცა აქტიურობისათვის, თავი დააღწიეს ყოველდღიურ ერთფეროვნებას, გახდნენ უფრო თავდაჯერებულები და ამბიციურები.
ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრები იმედოვნებენ, რომ ფონდი „სოხუმის" მუშაობა ქალთა გააქტიურების თვალსაზრისით სამომავლოდაც გაგრძელდება.
პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED) |