ამომრჩეველ ქალთა კლუბის ბათუმელმა და ქობულეთელმა წევრებმა ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემებსა და მათი გადაწყვეტის გზებზე ისაუბრეს.
ეთერ დიასამიძემ კლუბზე ბათუმის ქუჩებში თავმოხდილი ჭების საკითხი დასვა. აღნიშნული პრობლემის გადასაჭრელად ადვოკატირების ხუთკაციანმა ჯგუფმა უკვე მიმართა ქალაქის წყალმომარაგების ხელმძღვანელობას.
ნათია კიკვაძემ ქობულეთის ქუჩების შუქნიშნების პრობლემაზე გააკეთა აქცენტი. მანანა როყვამ მწვანე კონცხზე ქვეწარმავლების მომრავლებაზე ისაუბრა. აღნიშნული პრობლემა ადვოკატირების ხუთაციანმა ჯგუფმა ადგილობრივ მედიაში გაახმოვანა.
ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრებს აღნიშნული პრობლემების გადაჭრაში ადვოკატირების თემაზე ჩატარებულ ვორკ-შოპზე მიღებული ცოდნა და უნარ-ჩვევები დაეხმარებათ.
პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)