შაბათი, 20.04.2024, 16:11
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2015 » მარტი » 04

ქალთა სოლიდარობის დღისადმი მიძღვნილი მრგვალი მაგიდა ჩატარდა წყალტუბოს საკრებულოს სხდომათა დარბაზში. ესწრებოდნენ გამგეობის, საკრებულოს, მედიის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, აქტივისტი ქალბატონები.

შეხვედრის მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია ქალთა სოლიდარობის დღისა და წარმატებულ ქალთა შესახებ, გაიგეს წყალტუბოს ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მუშაობის შედეგებსა და მომავალ გეგმებზე.

მრგვალი მაგიდის დროს გამოიკვეთა - ძალადობის მსხვერპლ ქალთა სოციალური რეაბილიტაციის და სოფლად მცხოვრები ქალებისთვის ინფორმაციის მოწოდების პრობლემები.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

 

კატეგორია: მრგვალი მაგიდები | ნანახია: 1099 | დაამატა: admin | თარიღი: 04.03.2015

 

ფონდი „სოხუმის“ ხონის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის ორგანიზებით ხონის საკრებულოს სხდომათა დარბაზში ჩატარდა ქალთა სოლიდარობის დღისადმი მიძღვნილი მრგვალი მაგიდა, რომლის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს საკრებულოს წევრებმა და აპარატის თანამშრომლებმა.

განხილულ იქნა შემდეგი საკითხები: ქალთა სოლიდარობის დღის ისტორია, ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მუშაობა. გაიმართა დისკუსია გენდერზე, ქალთა მიმართ ძალადობაზე,  ქალის როლსა და ფუნქციებზე ოჯახსა და საზოგადოებაში.

მონაწილეებმა დადებითად შეაფასეს ღონისძიების ინფორმაციული ხასიათი და აღნიშნეს ასეთი შეხვედრების დიდი მნიშვნელობა.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

 

კატეგორია: მრგვალი მაგიდები | ნანახია: 1262 | დაამატა: admin | თარიღი: 04.03.2015

 

წყალტუბოს 1-ლ საჯარო სკოლაში ჩატარდა ახალგაზრდული კლუბის საინფორმაციო შეხვედრა ქალთა სოლიდარობის კვირეულთან დაკავშირებით.

ეს იყო საინტერესო  შეხვედრა, ინტერაქტივი, საუბარი ახალგაზრდებისთვის უცნობ თემაზე და აქტიური დისკუსია.

მონაწილეებმა  გამოხატეს კმაყოფილება და დიდი სურვილი - ხშირად დაესწრონ შეხვედრებს ასეთ თემაზე.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

 

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 790 | დაამატა: admin | თარიღი: 04.03.2015

 

ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრმა 6 წარმოდგენა გამართა წყალტუბოს 1-ლ საჯარო სკოლაში. შეხვედრას ესწრებოდა  68 მოსწავლე, მასწავლებლები და სკოლის დირექტორი.

სცენების ნახვის შემდეგ არა მარტო მოსწავლეები, დირექტორიც კი ჩაერთო თამაშში. ამას  აქტიური დისკუსიები მოჰყვა. ყოველივე ეს საინტერესო და შთამბეჭდავი აღმოჩნდა.

მოსწავლეებმა სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს ახალგაზრდა მსახიობებთან, სკოლის დირექტორს კი გაუჩნდა მეტყველებისა და თეატრალური წრეების გახსნის იდეა.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

 

კატეგორია: ფორუმ-თეატრები | ნანახია: 807 | დაამატა: admin | თარიღი: 04.03.2015

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  მარტი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0