პროექტის „სინერგია - დევნილთა გაძლიერება მონაწილეობისა და თანამშრომლობის გზით“ ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრები ჩაატარა ფონდი „სოხუმის“ აქტივისტმა, ახალგაზრდა ლიდერთა სკოლის კურსდამთავრებულმა ასმათ დვალიშვილმა.
ის 2014 წელს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში კანდიდატად იყო წარდგენილი და კენჭს იყრიდა ქუთაისში. არჩევნებში დამარცხების მიუხედავად, მიიღო სერიოზული გამოცდილება და მუშაობას ამ მიმართულებით მომავალ არჩევნებშიც გააგრძელებს.
ასმათ დვალიშვილმა გენდერულ თემებზე საინფორმაციო შეხვედრები გამართა ქუთაისის მე-17, მე-40 და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჟიული შარტავას სახელობის №6 საშუალო სკოლების მშობლებთან, პედაგოგებთან და მოსწავლეებთან.
სენაკის სამხედრო ბაზაში ოფიცრების მეუღლეებთან გამართული საინტერესო შეხვედრა კი დედის დღეს მიეძღვნა.
|