პარასკევი, 19.04.2024, 18:10
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2015 » მარტი » 08

 

ქალთა სოლიდარობის საერთაშორისო დღეს სენაკის მე-2 საბავშვო ბაღში გაიმართა გამოფენა „ქალები მშვიდობის, სილამაზისა და ჰარმონიისათვის“,  სადაც წარმოდგენილი იყო თვითნასწავლი ქალბატონებისა და საბავშვო ბაღების თანამშრომლების ნამუშევრები. ღონისძიება მუსიკალური ნომრებით გაფორმდა.

გამოფენა დაათვალიერეს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა, გენდერული საკონსულტაციო საბჭოს წევრებმა.

გამოფენა მოეწყო საბავშვო ბაღის ინიციატივით. ეს არის შედეგი დაწყებული მუშაობისა ფონდი ,,სოხუმის“ და სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ერთობლივი პროექტის „სამოქალაქო განათლება გენდერული თანასწორობისა და ჯანსაღი გარემოსათვის სენაკის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში“ ფარგლებში.

 

პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის  

გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

 

კატეგორია: გამოფენები | ნანახია: 1365 | დაამატა: admin | თარიღი: 08.03.2015

 

6 მარტს ფოთის 1-ლ სკოლაში  ახალგაზრდული კლუბის მოხალისეთა ჯგუფმა ჩაატარა აქცია, დაარიგა საინფორმაციო ფურცლები და მოსწავლეებს მოუთხრო ქალთა სოლიდარობის კვირეულის შესახებ.

8 მარტს ხონის ქუჩებში გამოჩნდნენ გოგონები და ბიჭები - ახალგაზრდული კლუბის მოხალისეები. ისინი ავრცელებდნენ საინფორმაციო ფურცლებს და ბარათებს. ბარათებზე მითითებულია ფონდი „სოხუმის“ ქალთა მხარდაჭერის ცენტრების (მათ შორის - ხონში) საკონტაქტო ინფორმაცია. აქციამ  ქალების ინტერესი გამოიწვია.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

 

კატეგორია: აქციები | ნანახია: 1385 | დაამატა: admin | თარიღი: 08.03.2015

 

გენდერული კვირეულის ფარგლებში ფონდი „სოხუმი“ 8 მარტს, ქუთაისში, შეუერთდა საქართველოს 24 ქალაქში გამართულ აქციას, რომლის ძირითადი სლოგანები იყო:  „მეტი ქალი პარლამენტში!“, „მეტი ქალი პოლიტიკაში!“, „მიეცი ქალს ხმა!“.

აქცია საქართველოს ქალთა მოძრაობის მიერ იყო ორგანიზებული.

აქციაში მონაწილეობით ფონდის წევრებმა დააფიქსირეს თავიანთი პოზიცია -  მხარდაჭერილი იქნეს  ქალთა პოლიტიკური აქტიურობა საქართველოში.

 

კატეგორია: აქციები | ნანახია: 1330 | დაამატა: admin | თარიღი: 08.03.2015

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  მარტი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0