კვირა, 24.11.2024, 01:36
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2012 » სექტემბერი » 25

„კანონი კარგავს თავის მნიშვნელობას, თუ ის არ იქნა მიტანილი იმ ადამიანებამდე, ვინც უნდა დაიცვას. სწორედ აქ არის ისეთი არასამთავრობო ორგანიზაციების როლი, როგორიც „ფონდი"  სოხუმია".

- პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს კოორდინატორი, ბატონი ზურაბ მჭედლიშვილი,  ძალადობის წინააღმდეგ კანონში მიღებულ ცვლილებებსა და  კანონის იმპლემენტაციასთნ დაკავშირებულ საკითხებზე საუბრობს გადაცემაში: „კანონში პერიოდულად ხდება სასიკეთო ცვლილებები, რაც ეტაპობრივად ხორციელდება. ცენტრალურ დონეზე ინფორმაციის გავრცელება არ წარმოადგენს პრობლემას. სხვა საკითხია ადგილობრივ დონეზე, ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის სრულფასოვანი კომუნიკაციის საკითხი, და ფონდი „სოხუმი", სხვადასხვა რეგიონებში, სწორედ ამ კუთხით მუშაობს და ეს ძალიან ღირებულია".

ფონდის იურისტი ორგანიზაციის იურიდიული მომსახურების ხასიათზე საუბრობს. მისი აღნიშვნით, მოქალაქეები ხშირად საჭიროებენ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, როგორ ითანამშრომლონ საუბნო და საპატრულო პოლიციასთან, სოციალურ სამსახურებთნ, უწყებათაშორის საბჭოსთან, შესაბამისი სერვისების მქონე NGO-ებთან. ორგანიზაცია, თავის მხრივ, ხელს უწყობს ინფორმაციის ცირკულაციას ამ რგოლებს შორის.

ჟურნალისტი ყურადღებას უთმობს ფონდის ახალგაზრდულ ფორუმ-თეატრსაც, რომელიც ჩვეულებას არ ღალატობს და ახალი თემებით, ახალი სცენებით მიდის მაყურებელთან. ბოლო სცენებმა ტრეფიკინგის, ტოტალიზატორზე დამოკიდებულების პრობლემა წამოატივტივა ძალადობის თემებთან ერთად. ახალგაზრდა მსახიობების აღნიშვნით, მათ მუშაობაში ეხმარებათ აქტივობები სოციალურ ქსელებში, სადაც კიდევ ერთხელ იკვეთება ფორუმ-თეატრის საქმიანობის პრევენციული დატვირთვა.

თუმცა, მიუხედავად  თემების აქტუალობისა  და სიმძაფრისა, მაყურებელი ერთგვაროვნად არ აღიქვამს ნანახს. ნიშანდობლივი იყო მხცოვანი ქალბატონის სიტყვები: „არ მომწონს, უხერხულად ვგრძნობ თავს, როცა ამას ვუყურებ". ეს ნიშნავს, რომ თემის ირგვლივ დისკუსიებისათვის საზოგადოების ნაწილი ჯერ კიდევ არ არის გახსნილი...

 

პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით.

კატეგორია: რადიოგადაცემები | ნანახია: 2036 | დაამატა: admin | თარიღი: 25.09.2012

25 სექტემბერს, ქუთაისში, ფონდი "სოხუმის" საკონფერენციო დარბაზში ამომრჩეველ ქალთა კლუბების ერთწლიანი მუშაობის შემაჯამებელი შეხვედრა შედგა.

დასავლეთ საქართველოს 8 ქალაქის (ქუთაისი, წყალტუბო, ხონი, ხობი, ბათუმი, ფოთი, ოზურგეთი)  წარმომადგენლებმა გასული წლის  მუშაობის შედეგებზე, დაბრკოლებებსა და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრეს.

დადებითად შეფასდა ადვოკატირების ჯგუფების მუშაობა. აღინიშნა, რომ ამ ჯგუფებმა წლის განმავლობაში არერთი ადგილობრივი პრობლემა გადაჭრეს მედიასთან თუ ადგილობრივ ხელისუფლებასთან თანამშრომლობის გზით. შეხვედრის მონაწილეები გაეცნენ  ჩატარებული ტელე-რადიო გადაცემების და  ბეჭდვითი  გამოცემების გავლენას ქალთა გააქტიურებაზე, მიღწეულ შედეგებსა და გავლენებზე.

შეხვედრის მეორე ნაწილი დაეთმო რეგიონალურ პოლიტიკურ პარტიებთან ფონდი

 „ სოხუმის" მუშაობის მოკლე ანალიზს, გაკეთდა ანგარიში პროექტის ფარგლებში  პოლიტიკოს ქალთა მონაცემთა ბაზის შექმნისა და პროექტის საინფორმაციო უზრუნველყოფის ირგვლივ.

დღის ბოლოს შეხვედრის მონაწილეებმა შემდგომი სამოქმედო გეგმის მონახაზი გააკეთეს და ერთმანეთს საქმიანობის გაგრძელების იმედით დაემშვიდობნენ.

 

პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 863 | დაამატა: admin | თარიღი: 25.09.2012

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 59
სტუმარი: 59
მომხმარებელი: 0