25 სექტემბერს, ქუთაისში, ფონდი "სოხუმის" საკონფერენციო დარბაზში ამომრჩეველ ქალთა კლუბების ერთწლიანი მუშაობის შემაჯამებელი შეხვედრა შედგა.
დასავლეთ საქართველოს 8 ქალაქის (ქუთაისი, წყალტუბო, ხონი, ხობი, ბათუმი, ფოთი, ოზურგეთი) წარმომადგენლებმა გასული წლის მუშაობის შედეგებზე, დაბრკოლებებსა და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრეს.
დადებითად შეფასდა ადვოკატირების ჯგუფების მუშაობა. აღინიშნა, რომ ამ ჯგუფებმა წლის განმავლობაში არაერთი ადგილობრივი პრობლემა გადაჭრეს მედიასთან თუ ადგილობრივ ხელისუფლებასთან თანამშრომლობის გზით. შეხვედრის მონაწილეები გაეცნენ ჩატარებული ტელე-რადიო გადაცემების და ბეჭდვითი გამოცემების გავლენას ქალთა გააქტიურებაზე, მიღწეულ შედეგებსა და გავლენებზე.
შეხვედრის მეორე ნაწილი დაეთმო რეგიონალურ პოლიტიკურ პარტიებთან ფონდი
„ სოხუმის" მუშაობის მოკლე ანალიზს, გაკეთდა ანგარიში პროექტის ფარგლებში პოლიტიკოს ქალთა მონაცემთა ბაზის შექმნისა და პროექტის საინფორმაციო უზრუნველყოფის ირგვლივ.
დღის ბოლოს შეხვედრის მონაწილეებმა შემდგომი სამოქმედო გეგმის მონახაზი გააკეთეს და ერთმანეთს საქმიანობის გაგრძელების იმედით დაემშვიდობნენ.
პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED) |