წყალტუბოში,
სანატორიუმ „სამგურალში" ფორუმ-თეატრმა მორიგი წარმოდგენა გამართა. წარმოდგენილმა
სცენარებმა მაყურებლებში განსაკუთრებული ემოცია გამოიწვია. შეკრებილები დისკუსიაში
ჩაერთნენ და საკუთარი შეხედულებები ღიად დააფიქსირეს. განსაკუთრებით უფროსი თაობა
აქტიურობდა:
-
შეუძლებელია წარმოდგენილმა სცენებმა არ
დაგაფიქროს. განსაკუთრებით ოჯახური დრამა მომეწონა. თითქოს ცოცხლად ხდება ეს
ყველაფერი. კარგად ჩანს, შვილებისა და მოხუცი მშობლების დამოკიდებულება. არაფერი
არ არის გაზვიადებული, მსგავსი ფაქტები რამდენიც გინდა იმდენია და ეს საშინელებაა.
- რაც
შეიძლება მეტმა ახალგაზრდამ უნდა ნახოს ეს წარმოდგენები, რათა დაფიქრდნენ და მეტი პატივისცემით მოეპყრონ
მშობლებს.
სანატორიუმ „სამგურალში" თემის გარშემო დისკუსია სცენარების დამთავრების
შემდეგაც გაგრძელდა.
პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-ს, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით. |