ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში ჩატარებულ მობილიზატორთა ყოველ შეხვედრაზე დევნილებს ჩასატარებელი ღონისძიებებისა და კონსულტაციების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია ეძლევათ.
მობილიზატორთა დახმარებით დევნილთა ბევრი საყოფაცხოვრებო პრობლემა მოგვარდა (დევნილებით ჩასახლებული შენობების გარემონტება; ელექტროენერგიით მომარაგების, ნაგვის გატანისა თუ ტრანსპორტით გადაადგილების საკითხი).
ოქტომბერში ქუთაისის, წყალტუბოს, ხონის, სენაკის, ფოთისა და ხურჩის ქალთა მხარადჭერის ცენტრებში მობილიზატორთა 56 შეხვედრა ჩატარდა.
პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-ს, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით. |