|
„ამას ჩვენ არ გვასწავლიან მშობლები, არც სკოლა, არც ქუჩა, კარგია, რომ ცხოვრების ასეთ გაკვეთილებს შეხვედრებზე ვიღებთ."
- ჩვენ იშვიათად ვუფიქრდებით, რომ სხვასთან კონტაქტში, იმ მეორე მხარესაც აქვს თავისი კონკრეტული მიზანი. სხვა ადამიანი შეიძლება არ შეესაბამებოდეს ჩვენს მოლოდინს. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ მეორე მხარეს აქვს უფლება გულწრფელობას გულწრფელობითვე არ უპასუხოს; არ იყოს კეთილი, გულისხმიერი, გამგები. ჩვენი პრეტენზიები საკმაოდ გულუბრყვილო გამოჩნდება. ჩვენი სხვებთან ურთიერთობა ეფექტური იქნება მხოლოდ მაშინ, როცა ჩვენ შევიგნებთ, რომ იმ მეორესაც აქვს უფლებები, - განმარტავს ფსიქოლოგი.
ქალაქ ქუთაისის კოლექტიურ ცენტრებში ფსიქოლოგთან 8 შეხვედრა ჩატარდა. შეხვედრებს 19-დან 63-წლამდე ასაკის 67 ქალი ესწრებოდა.
პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-ს, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით. |
|
|
„გამჯდარი სტერეოტიპებისაგან განდგომისას, ვგრძნობთ დისკომფორტს, წინააღმდეგობას და ხშირად უკან ვბრუნდებით, რისი გაკეთებაც კატეგორიულად მიუღებელია.
პიროვნული უფლებებისადმი უპატივცემლობა ჩვენს ცხოვრებას ათეული წლების განმავლობაში მსჭვალავდა. ამიტომაც, ჩვენ არა მარტო არ ვიცავთ ჩვენს უფლებებს, არამედ, გაუცნობიერებლად, საწინააღმდეგო დებულებებით ვხელმძღვანელობთ, რომლებიც ბავშვობიდან გვაქვს შესისხლხორცებული.
უნდა გვახსოვდეს, რომ თითოეულ ჩვენთაგანს აქვს პირადი უფლებებისა და სივრცის დაცვის უფლება", - გვირჩევს ფსიქოლოგი.
ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში( ქუთაისი, წყალტუბო, ხონი, სენაკი, ფოთი და ხურჩა) ფსიქოლოგთან ჩატარებულ კონსულტაციებს 18-დან 58 წლამდე ასაკის 109 ქალი ესწრებოდა.
პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-ს, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით. |
|
|
შეხვედრების მიზანი იყო, დევნილთა სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება-მათივე უფლებების უკეთ დაცვის მიზნით. დაისვა შეკითხვები სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით, კერძოდ: დევნილმა პრივატიზაციის პროცესში დაშვებული ხარვეზების აღმოსაფხვრელად რა ზომებს უნდა მიმართოს? საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებისას, თვალისწინდება თუ არა დევნილთა განსაკუთრებული საჭიროებანი? შესაძლებელია თუ არა შეღავათებით სარგებლობა არასრულწლოვანის გადაუდებელი ოპერაციის დროს? კონსულტაცია ანდერძის გაუქმების წესთან დაკავშირებით და სხვა.
ოქტომბერში ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში (ქუთაისი, წყალტუბო, ხონი, ფოთი, სენაკი და ხურჩა) ექვსი შეხვედრა ჩატარდა.
პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-ს, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით. |
| |