სულ ცოტა ხნის წინ ფონდი „სოხუმის"ამომრჩეველ ქალთა ლიგამ სამოქმედო პლატფორმა შეიმუშავა, რომლის ძირითადი ამოცანაა დასავლეთ საქართველოს ქალთა ლიგის გავლენის ზრდის უზრუნველყოფა და ადგილობრივი ხელისუფლების სტრუქტურებთან დიალოგის გაფართოება. დასავლეთ საქართველოს 8 ქალაქის მოსახლეობის პრობლემების გამოვლენა და მათ გადაწყვეტაზე ზეგავლენა. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ქალთა ელექტორატის სამოქალაქო აქტიურობის ამაღლებაზე ზეგავლენა.
აღნიშნული პლატფორმის გაცნობამ ხონის ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრებში განსკუთრებული გააქტიურება გამოიწვია. მონაწილეები მიიჩნევენ, რომ დოკუმენტი დაეხმარება მათ უფრო ეფექტურად იმუშაონ და სწორი სტრატეგია შეიმუშაონ დასახული მიზნის მისაღწევად.
- რაც უფრო ახლოს ვიქნებით ადგილობრივ სტრუქტურებთან, რაც უფრო მჭიდრო თანამშრომლობა გვექნება მათთან, მით უფრო ადვილად შევძლებთ საკუთარი პრობლემების წრმოჩენასა და გადაჭრას - ასეთი იყო შეხვედრის მონაწილეთა ერთიანი მოსაზრება.
კლუბის წევრები ასეთივე ერთსულოვნებით შეუდგნენ იმ პრობლემის განხილვას, რომელიც მათ ადვოკატირების ჯგუფმა წარუდგინა: „დევნილი მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელიც სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში არაა დარეგისტრირებული, შეუმცირდეს წყლის ტარიფი, რომლის ღირებულებაც თვეში სულზე 1 ლარია".
კლუბის წევრებმა დაადასტურეს, რომ პრობლემა აქტუალურია და მისი დადებითად გადაჭრა მნიშვნელოვნად დაეხმარება დევნილი ოჯახების ბიუჯეტს. საკითხი დამუშავების შემდეგ ქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გაეგზავნება.
ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრები იმედოვნებენ, რომ ადგილობრივ თვითმმართველობასთან თანამშრომლობით მათ მიერ დასმული საკითხის დადებითად გადაწყვეტას შეძლებენ.
პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-ს, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით. |