კვირა, 24.11.2024, 00:31
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2012 » ივნისი » 15

„მოზარდი ძალადობრივ გარემოში - ოჯახი, სკოლა, საზოგადოება" - ამ თემის ირგვლივ გაიმართა საზოგადოებრივი დებატები სენაკის ქალთა მხარდაჭერის ცენტრში, რომელსაც 39 ადამიანი ესწრებოდა.

პედაგოგებმა, იურისტებმა, ფსიქოლოგებმა, ექიმებმა, თვითმმართველობის წარმომადგენლებმა, მოწვეულმა ექსპერტებმა აქტიურად გამოხატეს თავიანთი პოზიცია განსახილველ საკითხთან მიმართებაში, ისაუბრეს ოჯახის, სკოლის, საზოგადოების როლზე.

რა შეიძლება გახდეს მოზარდის ძალადობრივი ქცევის მიზეზი? - ექსპერტებმა თავიანთ გამოსვლებში ისაუბრეს რამდენად ცუდად მოქმედებს  მოზარდის ფსიქიკაზე ოჯახში არსებული ძალადობრივი გარემო.

დისკუსიისას გამოითქვა მოსაზრება, რომ ხშირად მშობლები გაუცნობიერებლად ხდებიან მოძალადეები. რაც მოზარდის ფსიქიკაზე ნეგატიურად ისახება.

მიზეზების ძიების შემდეგ მონაწილეებმა გამოსავლზეც იფიქრეს.

ისაუბრეს მშობლების პასუხისმგებლობაზე, სკოლისა და საზოგადოების მხარდაჭერაზე, თანადგომაზე. განსაკუთრებული მნიშვნელობა მიანიჭეს ფსიქოლოგის ინსტიტუტს. შეეხნენ ეკლესიის როლს.  

 

პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით.

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 945 | დაამატა: admin | თარიღი: 15.06.2012

 
 

ქალი და მისი სამშვიდობო  როლი, ახალგაზრდობა და სამშვიდობო ინიციატივები, კონფლიქტების მართვა, „შერეული ოჯახები სამშვიდობო პროცესში"- ამ და სხვა თემებზე ჩაატარეს  ვორკშოპები ფონდი „სოხუმის" ლიდერ გოგონათა სკოლის მოსწავლეებმა. 1-დან 15-ივნისამდე  ვორკშოპებმა 4 სხვადასხვა ქალაქი მოიცვა:

 სენაკი

ვორკშოპის წამყვანი ქეთინო მილორავა აღნიშნავს, რომ თემამ - ქალის როლი კონფლიქტის მშვიდობიანი გზით დარეგულირებაში - მონაწილე ახალგაზრებში დიდი ინტერესი  გამოიწვია, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ ამ თემის ირგვლივ სხვა დროს არასოდეს უმუშავიათ, სამშვიდობო ინიციატივებზე საუბარი გაუჭირდათ. წამყვანის აზრით მსგავსი შეხვედრები ხელს შეუწყობს ახალგაზრდების ინფორმირებას.

გალი

ლანა კოკაია მის მიერ ჩატარებულ ვორკშოპზე ასეთ ინფორმაციას გვაწვდის:

თემა „შერეული ოჯახები სამშვიდობო პროცესში"- მონაწილეებისათვის ძალზე ახლოს აღმოჩნდა, რადგან მათ შორის რამდენიმე სწორედ შერეული ოჯახის წარმომადგენელი იყო. ახალგაზრდები თვლიან, რომ ეს შეხვედრა ერთ დღეს არ დამთავრდება. ისინი გააგრძელებენ ფიქრს და მსჯელობას კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებაზე. 

 

„კონფლიქტის არსი და ქალის როლი მშვიდობისმყოფელობაში". - ლიზი ქირთბაია მიიჩნევს, რომ  ახალგაზრდები მოკლებულნი არიან ინფორმაციებს კონფლიქტებზე. ალბათ ამით იყო განპირობებული მონაწილეთა განსაკუთრებული დაინტერესება თემისადმი.

მონაწილეები კარგად ჩასწვდნენ კონფლიქტის არსს, კონფლიქტის დადებით და უარყოფით მხარეებს, რის შემდეგაც მათთვის უფრო ადვილი აღმოჩნდა სუბარი ქალის სამშვიდობო როლზე.

ქუთაისი

„კონფლიქტის მართვა" - ამ თემაზე ჩაატარა ვორკშოპი ეკატერინე ოჩიგავამ.

მუშაობისას გამოყენებული იყო სხვადასხვა სახის სავარჯიშოები, ჯგუფური მუშაობები. განსაკუთრებით საინტერესოდ წარმოადგინეს როლური თამაშები, სადაც მონაწილეები შეეცადნენ ეპოვათ სხვადასხვა გზები კონფლიქტის მართვისა და ტრანსფორმაციისათვის. 

 

ახალგაზრდების როლი მშვიდობისმყოფელობაში" - თამარ ბარამია თვლის, რომ ეს თემა მონაწილეებისათვის დამაფიქრებელი აღმოჩნდა. რაც ხმამაღლა გამოხატეს. მათი აზრით, ახალგაზრდები უფრო მეტად უნდა იყვნენ ჩართულნი სამშვიდობო საქმიანობაში, რათა ამ პროცესში საკუთარი როლი, საკუთარი ადგილი იპოვონ.

 

„მე მაქვს ურთიერთობა აფხაზებთან, ხშირად ჩავდივარ მათთან, ისინი ჩემი ნათესავები არიან, ამ კავშირებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სამშვიდობო საქმიანობაში".

„ინტერენეტი კარგი საშუალებაა იმისათვის, რომ აფხაზ თანატოლებთან ურთიერთობა დავამყაროთ, თუ მოვინდომებთ, ჩვენ მეგობრობა არ გაგვიჭირდება." - ეს იმ სამშვიდობო ინიციატივების ჩამონათვალია, რომელიც  ერთ-ერთი ვორკშოპის მონაწილე გოგონებმა ჩამოაყალიბეს. ვორკშოპის წამყვანი შორენა ჩხაპელია მიიჩნევს, რომ მსგავსი თემების ირგვლივ ახალგაზრდებთან უფრო რეგულარულად უნდა ტარდებოდეს შეხვედრები.

 

მარიამ დადვანი ახალგაზრდებთან ჩატარებულ ვორკშოპზე შეეცადა გაერკვია, რას ფიქრობენ ისინი კონფლიქტზე, როგორია მათი თვალით დანახული მშვიდობა.

მონაწილეები თვლიან, რომ მიიღეს ინფორმაციები კონფლიქტზე და გაუჩნდათ სურვილი მსგავსი შინაარსის შეხვედრებს ხშირად დაესწრონ. 

 

ფოთი

„მოსწავლეთა სამშვიდობო ინიციატივები"- ფოთის მე-8 საჯარო სკოლის მე-11 კლასელებს ამ თემაზე ჩაუტარდათ ვორკშოპი, რომელსაც ელისო შენგელია უძღვებოდა.

შეხვედრაზე გაირკვა, რომ მათ არ ჰქონდათ წარმოდგენა კონფლიქტზე, მის მიმდინარეობაზე და ფორმებზე, ამიტომაც სამშვიდობო ინიციატივებზე მუშაობა ძალიან გაუჭირდათ. თუმცა მონაწილეები მიიჩნევენ, ამ ერთი შეხვედრითაც კი მიიღეს ბევრი ინფორმაცია, რამაც კონფლიქტზე გარკვეული წარმოდგენა შეუქმნათ. 

 

 

პროექტი ხორციელდება შვედეთის ქალთა ორგანიზაციაქალები ქალებისათვის" (KVINNA TILL KVINNA) მხარდაჭერით.

კატეგორია: ვორკშოპები | ნანახია: 1111 | დაამატა: admin | თარიღი: 15.06.2012

 - სჭირდებათ თუ არა ქალებს ნიღბები, რამდენად  ეფექტურად ირგებენ მას და საერთოდ რამდენად მისაღებია მისი გამოყენება  ოჯახურ ურთიერთობებში - ამ თემით ფონდი „სოხუმის" ფსიქოლოგმა 1-დან 15-მდე, ქუთაისში, შვიდი სხვადასხვა კოლექტიური ცენტრი მოიარა. შეხვედრებში 100-ზე მეტმა ქალმა მიიღო მონაწილეობა.

თემამ შეკრებილებს შორის დიდი ინტერესი გამოიწვია.

- ნიღაბი ეს იგივე დიპლომატიაა. სწორად უნდა მოირგო, რათა ოჯახურ ურთიერთობაში ჰარმონიას მიაღწიო. მაგალითად, მოვდივარ სამსახურიდან სახლში დაღლილი,- ასეთი განწყობა არავის მოეწონება, ამიტომ ნიღაბს ვიცვლი და  კმაყოფილ, ხალისიან სახეს ვიღებ. რა არის ამაში ცუდი? -  მსგავსი მოსაზრებები მრავლად დაფიქსირდა.

თემის განხილვამ მონაწილეებს ბევრ რამეზე აუხილა თვალი. ისინი თვლიან, რომ ქალი დღეში რამდენიმე როლს თამაშობს: დედა, შვილი, რძალი, მეუღლე, ამ როლების საუკეთესოდ შესრულება სწორედ ნიღბების დახმარებით არის შესაძლებელი და თუ მას პოზიტიური დანიშნულება აქვს რატომაც არ უნდა გამოიყენებოდეს.

როგორც ფიქოლოგი მიიჩნევს, ამ თემის ირგვლივ საუბრები სხვა კოლექტიურ ცენტრებშიც გაგრძელდება, რადგან ამ საკითხმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია,  ნიღბებთან მიმართებით ბევრ რამეზე წარმოდგენა შეეცვალათ. ბევრმა მონაწილემ იპოვა გზა, როგორ მოიქცეს დაძაბულ სიტუაციაში, როგორ დაარეგულიროს ურთიერთობა ოჯახში სწორედ ნიღბების გამოყენებით. 

 

პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით.

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 814 | დაამატა: admin | თარიღი: 15.06.2012

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  ივნისი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 60
სტუმარი: 60
მომხმარებელი: 0