პარასკევი, 29.03.2024, 19:04
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2012 » ივნისი » 04

"გენდერული თანასწორობის მომხრე ვარ. ჩვენ, ქალებს უზარმაზარი პოტენციალი გვაქვს, რომელიც არ არის გამოყენებული.  ქალების მოხვედრა ნებისმიერ სფეროში დადებითად აბალანსებს სიტუაციას. ამ შეხვედრამ განსაკუთრებული სტიმული მომცა -  უფრო მეტად ვიყო აქტიური. იცვლება დრო, სიტუაცია, ახალი საზოგადოება უნდა შევქმნათ, თანასწორობაში ცუდს ვერაფერს ვხედავ რატომ არ უნდა ვიმუშაოთ მის დასამკვიდრებლად."

„ტრადიციულ ქართულ ოჯახში ვიზრდები, სადაც მამაკაცი მთავარია, ქალი კი მასზე დამოკიდებული. ჩემს ირგვლივ, ყველა ოჯახში, ანალოგიური სიტუაციაა.  ამ  ყველაფერს  ჩვეულებრივად აღვიქვამდი, სანამ ფონდი „სოხუმის" შეხვედრებს დავესწრებოდი. ჩემში ბევრი რამ შეიცვალა. ქალებს აქვთ ოჯახის მართვის ნიჭი და პოტენციალი. გადაწყვეტილებებს ორივე ერთად უნდა იღებდეს".

- მსგავსი მოსაზრებები ისმოდა  კოკში ჩატარებულ შეხვედრაზე, რომელსაც ახალგაზრდა გოგონები ესწრებოდნენ. შეხვედრის თემა - გენდერული თანასწორობა - მონაწილეებისათვის საინტერესო აღმოჩნდა. შეხვედრის ბოლოს გაირკვა, რომ მათ ცნობიერებაში გარკვეული ცვლილებები დაიწყო: გოგონებს გაუჩნდათ ამბიცია, - მუშაობა გენდერული თანასწორობისათვის საკუთარი თავით, საკუთარი ოჯახით დაიწყონ.

 

პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით.

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 855 | დაამატა: admin | თარიღი: 04.06.2012

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  ივნისი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0