ხუთშაბათი, 25.04.2024, 13:28
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2013 » აპრილი » 14 » ტრენინგი ტრენერებისათვის - საირმეში
12:57
ტრენინგი ტრენერებისათვის - საირმეში


ტრენინგის თემაა - „ქალები, გენდერი, მშვიდობა და ადამიანური უსაფრთხოება".

შეკრებილი 12 მონაწილე პროექტით მოიაზრება, როგორც ტრენერი საქართველოს ხვადასხვა რეგიონში ქალთა ჯგუფებთან იგივე თემებზე მუშაობისათვის, რაც გაზრდის ქალთა ჩართულობას გენდერული ხედვების ჩამოყალიბების, მშვიდობისა და ადამიანური უსაფრთხოების უმნიშვნელოვანესი მომენტების  გააზრების საკითხში.

„თქვენთან შეხვედრა ყოველთვის ახალი იდეებით გვმუხტავს, საკუთარ თავში ახალ შესაძლებლობებს დაგვანახებს".

„არაჩვეულებრივად გამოგდით მონაწილეთა შერჩევა. ძალიან კარგი, მოტივირებული, შემართული გუნდი შეიკრიბა, რომელსაც, ალბათ, ბევრი სასარგებლო საქმის გაკეთება შეუძლია, ყოველ შემთხვევაში, ჩვენ ბოლომდე გავაცნობიერეთ ის სათქმელი, რომელიც უნდა მივიტანოთ სამიზნე ჯგუფებამდე".

„არ მინდა ხმამაღლა ნათქვამი გამომივიდეს, მაგრამ ყველა წარმატება, რომელსაც მივაღწიე, ლიდერთა სკოლის დამსახურებაა. აუცილებლად გავამართლებ  ნდობას, რომელიც გამომიცხადეთ".

„მიუხედავად საკმაო გამოცდილებისა, ტრენინგი საუკეთესო საშუალება იყო ყველა ჩვენი რესურსის მობილიზებისათვის, ახალი უნარების მიღებისათვის. ჩვენ კიდევ ერთხელ გავაცნობიერეთ, რამდენად სჭირდება ჩვენს საზოგადოებას დისკუსიები მშვიდობის, ადამიანური უსაფრთხოების საკითხებზე, რამდენად მნიშვნელოვანია გენდერული ცნობიერების აღზრდა".

„ძალიან მომეწონა „მშვიდობისმყოფელ ქალთა ბაზის" იდეა. ვთვლით, რომ არ უნდა დაიკარგოს ის წვლილი, რომელიც დედამიწის სხვადასხვა წერტილში ქალებს შეაქვთ კონფლიქტების დარეგულირებაში ".

- მონაწილეთა შეფასებებმა კიდევ ერთხელ თვალსაჩინო გახადა ტრენინგის  აქტუალობა და ის, რომ მან საწყისი მისცა დიდ სამუშაოს, რომლის მნიშვნელობა ყველა მონაწილეს ღრმადა აქვს გაცნობიერებული.

 

პროექტი ხორციელდება შვედეთის ქალთა ორგანიზაციაქალები ქალებისათვის" (KVINNA TILL KVINNA) მხარდაჭერით.


კატეგორია: ტრენინგ-სემინარები | ნანახია: 866 | დაამატა: moderatori | ტეგები: KTK | რეიტინგი: 0.0/0

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2013  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0