განაპირობებს
თუ არა კონფლიქტები და პოსტკონფლიქტური პერიოდი ოჯახში ძალადობის შემთხვევების ზრდას,
როგორი მდგომარეობაა ამ მხრივ კონფლიქტის ზონის მიმდებარე ტერიტორიებზე; როგორია ფსიქოლოგიური
მოსახურების ხარისხი ჩვენთან - ამ და სხვა საკითხებზე თავის მოსაზრებებს გვიზიარებს
საქართველოს პარლამენტის წევრი გ. ვოლსკი.
ორგანიზაცია „პური მსოფლიოსათვის" წარმომადგენლის განცხადებით, ქალებზე ძალადობის პრობლემა განვითარებულ ქვეყნებშიც
არსებობს. „მაგრამ, განსხვავებით საქართველოსაგან, ჩვენთან ბევრია სპეციალიზირებული ცენტრები, სადაც
ქალს შეუძლია, მიმართოს და მიიღოს შესაბამისი დახმარება სახელმწიფოსაგან".
ქალთა
მიმართ ძალადობის პრობლემის მოსაგვარებლად შესაბამისი სახელმწიფო პოლიტიკის აუცილებლობას
უსვამენ ხაზს უკრაინელი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. „ქალს უნდა
ჰქონდეს შესაძლებლობა, ბავშვებთან ერთად მოთავსდეს თავშესაფარში, გაიაროს რეაბილიტაცია,
რათა დაუბრუნდეს ნორმალურ ცხოვრებას".
სახალხო
დამცველის რწმუნებული თავის ინტერვიუში აღნიშნავს, რომ ბოლო წლებში იმატა მომართვიანობამ,
რაც უკავშირდება პრობლემის ირგვლივ მოქალაქეთა ინფორმირებულობის გაზრდას, რაშიც ყველაზე
მეტი წვლილი არასამთავრობო ორგანიზაციებს მიუძღვით".
როგორია
ძალადობის თემის მიმართ მედიის მიმართება - პრესის, რადიოსა და ტელევიზიის ჟურნალისტები
პრობლემისადმი კრიტიკული და სოციალურად ორიენტირებული დამოკიდებულების მომხრე არიან.
მათი აზრით, ჟურნალისტებისათვის პრობლემის უფრო ღრმად გააზრებისათვის არასამთავრობო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობას
დიდი მნიშვნელობა აქვს.
პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-ს, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით. |