კვირა, 24.11.2024, 01:39
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2013 » აპრილი » 01


იმ საკითხთა ნუსხაში, რომელიც  ქვეყნის პოლიტიკურ დღის წესრიგში მნიშვნელოვან ადგილს საჭიროებს, კვლავაც რჩება იძულებით გადაადგილებულ პირთა პირველი რიგის საჭიროებების იდენტიფიცირებისა და მათი სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობის ღონისძიებები.

ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციებმა ფონდი „სოხუმი" და პედაგოგთა კავშირი „განათლება და სამყარო" 09.02-დან  31.03-მდე   „შერიგების რესურსების" მიერ მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში საქართველოს 2013 წლის ბიუჯეტის სამოქალაქო მონიტორინგი სწორედ ამ მიმართულებით განახორციელეს.

პროექტის ფარგლებში მოეწყო შეხვედრები საპარლამენტო კომიტეტებისა და კომისიების წევრებთან (საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტი; ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი; საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი; ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი; საქართველოს პარლამენტთან არსებული გენდერული თანასწორობის საბჭო; პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისია), რომელთაც გააცნეს დევნილი საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფების (მათ შორის - ქალების, ახალგაზრდების) პრობლემები; ჩატარდა მონიტორინგი იმის გასარკვევად, როგორ არის ასახული სახელმწიფო ბიუჯეტის პრიორიტეტებში დევნილთა მდგომარეობის გაუმჯობესების   საკითხები; მოეწყო შეხვედრები დევნილთა ჯგუფებთან, სადაც მათ  გააჟღერეს თავისი  გულისტკივილი განსახლების პროგრამის გაჭიანურებასთნ დაკავშირებით და ითხოვეს სოციალური სამართლიანობის პრინციპის განუხრელი დაცვა.

შეხვედრებზე გამოითქვა წუხილი იმის გამო, რომ ბიუჯეტში შემცირებულია თანხები დევნილთა საყოფაცხოვრებო პირობებისა და სოციალ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის. დევნილები ითხოვენ ბიუჯეტის უფრო ზუსტ და ვადებში გაწერილ ღონისძიებებსა და მკაფიო სამოქმედო გეგმას, დევნილთა სამინისტროს უფრო გამჭვირვალე საქმიანობას განსახლების პროგრამის ფარგლებში.

პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის  დროებითი კომისიასა და პარტნიორ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად (მეწარმე ქალთა ფონდი, საიას ქუთაისის ფილიალი) მომზადდა და ჩატარდა კონფერენცია, რომელიც მიზნად ისახავდა კონფლიქტის დარეგულირების გამოუყენებელი რესურსების ძიებას.

პროექტის ფარგლებში ჩატარებულმა საქმიანობამ კიდევ ერთხელ ცხადყო ხელისუფლების სხვადასხვა რგოლთან მოქალაქეთა ჯგუფების თანამშრომლობის მნიშვნელობა.


პროექტი ხორციელდება საერთაშორისო ორგანიზაცია "შერიგების რესურსების” (დიდი ბრიტანეთი) მხარდაჭერით. 

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 910 | დაამატა: moderatori | თარიღი: 01.04.2013

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2013  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 51
სტუმარი: 51
მომხმარებელი: 0