ხუთშაბათი, 28.03.2024, 12:20
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2013 » აპრილი » 17

17 აპრილს, წყალტუბოს ქალთა მხარდაჭერის ცენტრში გაიმართა წყალტუბოს ამომრჩეველ ქალთა კლუბის პანელური დიალოგი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან. კლუბის საინიციატივო ჯგუფმა წარმოადგინა სამოქალაქო ინიციატივა,  რომელიც დევნილთა ახალ დასახლებაში არსებული პრობლემების გადასაწყვეტად დევნილთა აქტიური ჯგუფისა და ადგილობრივი ხელისუფლების ერთობლივ ძალისხმევას მოიაზრებს.

პანელურ დიალოგზე ინიციატივის ლიდერებმა წარმოადგინეს ინიციატივის  პროექტი. მოსმენილი იქნა ადგილობრივი ხელისუფლების პოზიცია აღნიშნულ ინიციატივასთან დაკავშირებით.  აღინიშნა, რომ სურათი, რომელიც იკვეთება, კომპლექსურ მიდგომებს საჭიროებს და ადგილობრივი ხელისუფლება მზადაა, უშუამდგომლოს დევნილებს სამინისტროსთან, მუნიციპალური განვითარების ფონდთან, სადაც დევნილებისაგან შემოსული თხოვნის  საფუძველზე უკვე გაგზავნილია წერილები. გარდა ამისა, ადგილობრივი ხელისუფლება მზადაა, საჭირო ტექნიკითა და სხვა რესურსებით დაეხმაროს დევნილებს დასახლებაში სანიავღვრე არხების გაჭრასა და სხვა საკითხების მოგვარებაში, მითუმეტეს, როცა დევნილთა ადგილობრივი თემი  მაქსიმალურად მობილიზებულია, ჩაერთოს პრობლემის მოგვარებაში.

შეხვედრაზე კლუბის წევრებმა დასვეს მათთვის საინტერესო კითხვები, განსაზღვრეს თვითმმართველობასთან  სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები სხვა ადგილობრივი ინიციატივების განხორციელების კუთხით.  

პროექტი ხორციელდება საქართველოში აშშ-ს საელჩოს მიერ


კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 774 | დაამატა: moderatori | თარიღი: 17.04.2013

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2013  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0