მთავარი » 2012»ივნისი»24 » ტელესიუჟეტი „რიონის“ ეთერით - ხონის ადვოკატირების ჯგუფის წარმატებებზე.
19:35
ტელესიუჟეტი „რიონის“ ეთერით - ხონის ადვოკატირების ჯგუფის წარმატებებზე.
ხონის ამომრჩეველ ქალთა კლუბის აქტიურობისადა ადგილობრივი ხელისუფლების კეთილი ნების თანხვედრა - ასე ფასდება „რიონის" საკვირაო გადაცემაში გასულ ტელესიუჟეტში იმ საკითხთა პოზიტიური გადაწყვეტა, რომელიც ფონდი „სოხუმის" ხონის ამომრჩეველ ქალთა კლუბის ადვოკატირების ჯგუფის ძალისხმევით გახდა შესაძლებელი.
ჯგუფის წევრები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები თანამშრომლობის პოზიტიურ მომენტებზე ამახვილებენ ყურადღებას, რომლის შედეგიცაა კომუნალური გადასახადების მოხსნა სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი დევნილებისათვის, საცხოვრებელი ფართის გამოყოფა ოჯახური ძალადობის მსხვერპლი ქალისა და მისი შვილებისათვის, წყლის მიწოდების გრაფიკის შედარებით მოწესრიგება და დევნილთა დასახლებაში წყალკანალის სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარების გადაწყვეტილება.
სიუჟეტში გაჟღერდა მოსახლეობის მადლიერებაც და ახალი სოციალური დაკვეთაც ადვოკატირების ჯგუფისათვის: დევნილთა დასახლებაში უხარისხო სარემონტო სამუშაოების შედეგად გაჩენილი პრობლემები და ხელახალი რეაბილიტაციის საკითხის ადვოკატირება, რასაც, ალბათ, ჯგუფისშესაბამისი აქტივობაც მოჰყვება.
პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)