ქალთა
საერთაშორისო ორგანიზაცია „Kvinna
Till Kvinna"-ს ხელშეწყობით, ფონდი „სოხუმის" ჯგუფი 23-28 აპრილს სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა ისრაელში,
სადაც აფხაზეთის ქალთა ასოციაციის წარმომადგენლებთან ერთად ეწვივნენ ადგილობრივი ქალთა
არასამთავრობო ორგანიზაციებს. ამ ვიზიტს უდიდესი მნიშვნელობა ენიჭებოდა გამოცდილების
გაზიარების კუთხით.
უმნიშვნელოვანესი
შეხვედრა
შედგა „Kvinna
Till Kvinna"-ს ოფისში, სადაც
გავეცანით იმ ძირითად გამოწვევებს, რომლებიც დგას რეგიონში ქალთა უფლებების დაცვის
კუთხით. საქმიანობის მიმართულებები მრავალწახნაგოვანია იქიდან გამომდინარე, რომ სხვადასხვა
ქალთა თემებს სხვადასხვა პრობლემები აქვთ და შესაბამისად, მათი გადაწყვეტის სტრატეგიებიც
განსხვავებულია.
მეორე
შეხვედრა ორგანიზაცია
Itach-Maki-ში
(ადვოკატი ქალები სოციალური სამართლიანობისათვის) გაიმართა. მოხდა
ინფორმაციების გაცვლა ორგანიზაციების საქმიანობის ირგვლივ, რის შემდეგაც მივიღეთ პასუხი
ჩვენთვის საინტერესო კითხვებზე: როგორ ახერხებენ ქალები ქვეყნის პოლიტიკური დღის წესრიგში
მათთვის მნიშვნელოვანი თემების დაყენებას, როგორ იგება სტრატეგია, რომელიც განაპირობებს
ხელისუფლებასთან ეფექტურ თანამშრომლობას, როგორც გენდერული საკანონმდებლო ბაზის, ასევე
ამ კანონების განხორციელების მონიტორინგის მოქნილი სისტემის შესაქმნელად; რამდენად კონსოლიდირებულია ქალთა მოძრაობები და როგორ ხდება თვითონ ამ ორგანიზაციებში თემების
შერჩევა.
თვალშისაცემი
იყო ის, რომ მიუხედავად მიღწეულისა, ქალთა მოძრაობების აქტივისტები მიიჩნევენ, რომ
გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია და მოდუნების უფლება არა აქვთ.
რაც
არანაკლებ მნიშვნელოვანია, ჩატარებულმა შეხვედრებმაც
მისცა ბიძგი აფხაზ და ქართველ ქალთა გააქტიურებისათვის საჭირო ღონისძიებების დაგეგმვას და ფონდი „სოხუმისა"
და აფხაზეთის ქალთა ასოციაციის მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივების განსაზღვრას.
|