კვირა, 24.11.2024, 00:45
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2012 » ივნისი » 15 » სჭირდებათ ქალებს ნიღბები? - თემას ფსიქოლოგთან ერთად განიხილავენ
14:12
სჭირდებათ ქალებს ნიღბები? - თემას ფსიქოლოგთან ერთად განიხილავენ

 - სჭირდებათ თუ არა ქალებს ნიღბები, რამდენად  ეფექტურად ირგებენ მას და საერთოდ რამდენად მისაღებია მისი გამოყენება  ოჯახურ ურთიერთობებში - ამ თემით ფონდი „სოხუმის" ფსიქოლოგმა 1-დან 15-მდე, ქუთაისში, შვიდი სხვადასხვა კოლექტიური ცენტრი მოიარა. შეხვედრებში 100-ზე მეტმა ქალმა მიიღო მონაწილეობა.

თემამ შეკრებილებს შორის დიდი ინტერესი გამოიწვია.

- ნიღაბი ეს იგივე დიპლომატიაა. სწორად უნდა მოირგო, რათა ოჯახურ ურთიერთობაში ჰარმონიას მიაღწიო. მაგალითად, მოვდივარ სამსახურიდან სახლში დაღლილი,- ასეთი განწყობა არავის მოეწონება, ამიტომ ნიღაბს ვიცვლი და  კმაყოფილ, ხალისიან სახეს ვიღებ. რა არის ამაში ცუდი? -  მსგავსი მოსაზრებები მრავლად დაფიქსირდა.

თემის განხილვამ მონაწილეებს ბევრ რამეზე აუხილა თვალი. ისინი თვლიან, რომ ქალი დღეში რამდენიმე როლს თამაშობს: დედა, შვილი, რძალი, მეუღლე, ამ როლების საუკეთესოდ შესრულება სწორედ ნიღბების დახმარებით არის შესაძლებელი და თუ მას პოზიტიური დანიშნულება აქვს რატომაც არ უნდა გამოიყენებოდეს.

როგორც ფიქოლოგი მიიჩნევს, ამ თემის ირგვლივ საუბრები სხვა კოლექტიურ ცენტრებშიც გაგრძელდება, რადგან ამ საკითხმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია,  ნიღბებთან მიმართებით ბევრ რამეზე წარმოდგენა შეეცვალათ. ბევრმა მონაწილემ იპოვა გზა, როგორ მოიქცეს დაძაბულ სიტუაციაში, როგორ დაარეგულიროს ურთიერთობა ოჯახში სწორედ ნიღბების გამოყენებით. 

 

პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით.

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 815 | დაამატა: admin | ტეგები: EED | რეიტინგი: 0.0/0

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  ივნისი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 52
სტუმარი: 52
მომხმარებელი: 0