ფონდი „სოხუმის" მიერ NED-ის მხარდაჭერილი პროექტის შედეგები შეაჯამეს რადიოგადაცემაში პროექტის ხელმძღვანელებმა და მის სხვადასხვა მიმართულებებზე პასუხისმგებელმა თანამშრომლებმა.
პროექტის კოორდინატორი, მერი გელაშვილი თავის ინტერვიუში განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ქალთა ლიგის მიერ შემუშავებულ ხედვას, თუ როგორ ხედავენ ისინი თავის მომავალს, დემოკრატიის განვითარების პირობებს, რომელიც პოლიტიკურ პარტიებს წარედგინათ. კმაყოფილებას გამოთქვამს იმის გამო, რომ რიგი პოლიტიკური სუბიექტების საარჩევნო პროგრამებში ასახვა ჰპოვა ქალთა ელექტორატისათვის საჭირბოროტო საკითხებმა, როგორიცაა დეკრეტული შვებულებების საკითხი, ქალთა მონაწილეობა სამშვიდობო პროცესებში, ქალთა პოლიტიკური წარმომადგენლობის ზრდის ხელშეწყობა და ასე შემდეგ.
პროექტის შემსრულებლები ინტერვიუებში ხაზს უსვამდნენ ამომრჩეველ ქალთა კლუბების მუშაობის იმ მიმართულებას, რომელიც ადვოკატირების კუთხით ხორციელდებოდა. ყველაზე ნიშანდობლივი არის ის, რომ ეს ჯგუფები სარგებლობდნენ საზოგადოების ნდობის მანდატით. სხვადასხვა სტრუქტურების სერიოზულ დამოკიდებულებას მათი საქმიანობის მიმართ კი ნათელსყოფს ოფიციალური წერილები ადვოკატირების საკითხის გადაწყვეტის შესახებ, ან იმის ახსნით, რატომ არის ამ ეტაპზე შეფერხებული საკითხის გადაწყვეტა.
ინტერვიუ შეეხო საინფორმაციო საქმიანობასაც, რომელიც ასახავდა ორგანიზაციის მუშაობის შედეგად მოტანილ ცვლილებებს, გავლენას ქალთა აქტივობის ხარისხსა და ხელისუფლებასთან და საზოგადოებასთან დიალოგის გაზრდაზე.
პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED) |