ფორუმ-თეატრის წრმოდგენები საჯარო სკოლების მოსწავლეთათვის
ფონდი„სოხუმის" ახალგაზრდულმა თეატრმა, უკვე მეორედ,
ქალაქ ქუთაისის ოცდამეათე და ოცდამეთერთმეტე სკოლების თვითმმართველობის მიწვევითთავისი მორიგი წარმოდგენები ჩაატარა.
ფორუმ-თეატრის მსახიობებს აღნიშნულ სკოლებში უფროსკლასელებით
გადაჭედილი აუდიტორია ელოდათ. მოსწავლეები ყურადღებით ადევნებდნენ თვალყურს ძალადობის
ამსახველ სცენებს, წარმოდგენების დასასრულს კი აქტიურად მონაწილეობდნენ განხილვაში.
„ფორუმ-თეატრის ღრმა შინაარსით
დატვირთული წარმოდგენებიჩვენი საერთო განვითარების
დონეს ამაღლებს, გვასწავლის ძალადობის ფორმებისადმი პროტესტის გამოხატვასა და მის წინააღმდეგ
ბრძოლას; გვეხმარება სხვადასხვა ცხოვრებისეული, მათ შორის ძალადობის პრობლემის დაძლევაში,"-აღნიშნეს
მოსწავლეებმა.