კვირა, 24.11.2024, 01:30
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » პუბლიკაციები

ფონ­დი „სოხუმის" სამ­შვი­დობო ბიბლი­ო­თე­კა კი­დევ ერ­თი პუბლი­კა­ცი­ით გამ­დიდ­რდა. პუბლი­კა­ცია „ქა­ლები მშვი­დობის ძიებაში" ერ­თობლი­ვი ქარ­თუ­ლ-აფხაზუ­რი პრო­ექ­ტის შე­მაჯამებელი დო­კუ­მენტია -  სა­ქარ­თვე­ლო­ში მცხოვ­რებ ქალ­თა შეხედუ­ლება მშვი­დობიან მო­მა­ვალ­ზე. პუბლიკაციის ავ­ტო­რია ეკა­ტე­რი­ნე გა­მახარი­ა, ადა­მი­ა­ნის სა­ერ­თა­შო­რი­სო უფ­ლებების მა­გის­ტრი, არა­სამ­თავ­რობო ორ­გა­ნი­ზა­ციების და­მო­უ­კი­დებელი კონ­სულ­ტან­ტი და მწვრთნე­ლი.

პრო­ექ­ტი გა­ნახორ­ცი­ე­ლეს კულ­ტუ­რულ-ჰუმა­ნი­ტა­რულ­მა ფონ­დმა „სოხუმ­მა" და აფხაზე­თის ქალ­თა ასო­ცი­ა­ცი­ამ შვე­დე­თის სა­ერ­თა­შო­რი­სო ქალ­თა ფონ­დის Kvinna till Kvinna-ს მხარ­და­ჭე­რით.

ერ­თობლი­ვი ქარ­თულ-აფხაზუ­რი პრო­ექ­ტის გრძელ­ვა­დი­ა­ნი მი­ზა­ნია გენ­დე­რუ­ლი მიდ­გო­მის დამ­კვიდ­რება ქარ­თულ-აფხაზუ­რი კონ­ფლიქ­ტის მოგ­ვა­რებაში.

პუბლი­კა­ცია  ხუთი ნა­წი­ლი­სა­გან შედ­გება და ის გა­მო­ი­ცა ქარ­თულ (სრუ­ლი ვერ­სია), რუ­სულ და ინ­გლი­სურ ენებზე (შე­მოკ­ლებული ვერ­სიები).
კატეგორია: პუბლიკაციები | ნანახია: 1063 | დაამატა: admin | თარიღი: 02.05.2012

კიდევ ერთი საინტერესო წიგნით შეივსო ფონდი „სოხუმის" ბიბლიოთეკა. წიგნის ავტორია ეკატერინე გამახარია - დამოუკიდებელი ექსპერტი, საერთაშორისო მაგისტრი ადამიანთა უფლებების საკითხებში.

ეს არის დამხმარე სახელმძღვანელო „ადგილობრივი ხელისუფლება და გენდერი".

სახელმძღვა­ნე­ლო მომ­ზად­და ფონ­დი „სოხუმ­" პრო­ექ­ტის „იგპ ქა­ლების ად­გილობრივ სა­ზო­გა­დოებაში ინ­ტეგ­რა­ცი­ის ხელ­შეწ­ყობა მა­თი ად­გი­ლობრი­ვი ხელი­სუფ­ლების საქ­მი­­ნობის მო­ნი­ტო­რინ­გში ჩარ­თვით" ფარ­გლებში,  სა­ქარ­თვე­ლო­ში ამე­რი­კის შე­ერ­თებული შტა­ტების სა­ელ­ჩოს მხარ­და­ჭე­რით.

პროექტი ხორციელდება საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით.

კატეგორია: პუბლიკაციები | ნანახია: 1134 | დაამატა: admin | თარიღი: 22.12.2010

ფონდმა „სოხუმმა" გამოსცა წიგნი „გენდერი და პოლიტიკური პარტი­ები". მისი ავტორი, დამოუკიდებელი ექსპერტი ეკატერინე გამა­ხარია მიმოიხილავს საქართველოს პოლიტიკურ მდგომარეობას და აჯამებს ფონდი „სოხუმის" მიერ ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის შედეგებს.

მო­ცე­მუ­ლი კვლე­ვა მიზ­ნად ისახავს სა­ქარ­თვე­ლოს პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტიების ში­და სტრუქ­ტუ­რების გენ­დე­რუ­ლი მიდ­გო­მების შეს­წავ­ლას და გენ­დე­რუ­ლი კომ­პო­ნენ­ტების ანა­ლიზს მათ პო­ლი­ტი­კურ პროგ­რა­მებში. აგ­რეთ­ვე, პარ­ტიების­ მი­მართ კონ­კრე­ტუ­ლი წი­ნა­და­დებების შე­მუ­შა­ვებას, რო­მელ­თა გა­მო­ყე­ნებაც ხელს შე­უწ­ყობს გენ­დე­რუ­ლი ბალან­სის მიღ­წე­ვას და გენ­დე­რუ­ლი მიდ­გო­მების ეფექ­ტურ და­ნერ­გვას პროგ­რა­მულ დო­კუ­მენ­ტებსა და პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტიების საქმიანობაში.

 

პროექტი ხორციელდებასაერთაშორისო განგაშის" (International Alert, დიდი ბრიტანეთი) მხარდაჭერით.
 

კატეგორია: პუბლიკაციები | ნანახია: 1180 | დაამატა: admin | თარიღი: 20.06.2010

 

კანონი ოჯახში ძალადობის შესახებ, კანონის მიზანი, ძალადობის სახეები, ძალადობის გამოვლენისა და აღკვეთის მექანიზმები, დამცავი და შემაკავებელი ორდერი,  ძალადობის მსხვერპლის დროებითი საცხოვრებელი, მოძალადეთა სარეაბილიტაციო ცენტრები - ამ და სხვა საკითხებზე იძლევა პასუხებს ფონდი „სოხუმის" იურისტთა ჯგუფის მიერ მომზადებული ბროშურა „ოჯახში ძალადობის პრევენცია".

ეს ბროშურის მეორე, შევსებული გამოცემაა, რომელიც უფასოდ დაურიგდება ახალგაზრდებს.  

 

პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით.
კატეგორია: პუბლიკაციები | ნანახია: 1245 | დაამატა: admin | თარიღი: 11.05.2010

 

ეს არის საოცარი წიგნი ომსა და მშვიდობაზე, მტრობასა და სიყვარულზე, ქალებზე, ბავშვებზე, სიცოცხლეზე, იმედზე...

წაიკითხეთ, აუცილებლად წაიკითხეთ წიგნი, რომელიც ფონდ „სოხუმში" ითარგმნა ქართულ ენაზე!

 

ელვირა გორიუხინა - პროფესორი, ფსიქოლოგი, ფილოსოფოსი, ეთნოკონფლიქტოლოგი, ჟურნალისტი...

ელვირა გორიუხინა - მასწავლებელი ნოვოსიბირსკიდან - ასე გვეცნაურება თავად.

საოცარი ქალბატონი, რომელიც ათი უსაშველოდ გრძელი წელიწადი დადიოდა ომის ბილიკებზე აფხაზეთში, ყარაბაღში, სუმგაითში, ცხინვალში, ჩეჩნეთში, ინგუშეთში...

დადიოდა და ომის საშინელებას უადვილებდა ადამიანებს, რადგან მიაჩნია, რომ „უბედურება მარტოობაში ორმაგდება".

დადიოდა, რომ გადაერჩინა სიკეთის მარცვალი, ეთხოვა პატიება, ეჩუქებინა სიყვარული და იმედი...

„მასწავლებლის მოგზაურობა კავკასიაში" - ასეთი მოკრძალებული სათაური აქვს წიგნს.

ეს - უდიდესი ჰუმანისტი ქალის პოეტური აღსარებაა. უდიდესი მშვიდობისმყოფელი ქალის პროტესტია ყოველგვარი ომის წინააღმდეგ.

წაიკითხეთ, აუცილებლად წაიკითხეთ ეს წიგნი და კიდევ ერთხელ მიხვდებით, რატომ არ შეიძლება ომი!

 
კატეგორია: პუბლიკაციები | ნანახია: 1705 | დაამატა: admin | თარიღი: 14.04.2010

კატეგორია: პუბლიკაციები | ნანახია: 1099 | დაამატა: admin | თარიღი: 03.04.2010

 

„ეს არ არის მხატვრული ჟანრის წიგნი, არც სახელმძღვანელოა, არც საინფორმაციო გამოცემა,

თუმცა ამ ხასიათის წიგნების ელემენეტებსაც იპოვის მასში მკითხველი, ეს ოციოდე ქალის საუბარია, მათ მიერ განცდილი ომი და მშვიდობაა, მათი რწმენისა და იმედის გამოხატულებაა. ყველაზე მთავარი, რაც სტრიქონებს შორის იკითხება, არის ქალის მშვიდობისმოსურნეობის საოცარი ძალა, რომელიც ყოველთვის მეტია, ვიდრე მტრობა, სიძულვილი და ყოველთვის სიკეთისაკენ, სიყვარულისაკენ და სიცოცხლის მარადიულობისაკენ არის მიმართული"...

 

ეს სიტყვები აქვს წამძღვარებული წიგნს „მშვიდობისმყოფელ ქალთა დიალოგი".

ფონდი „სოხუმის" ეს ახალი გამოცემა დაიბეჭდა საქართველოსა და რუსეთის წარმომადგენელ ქალთა კონფერენციის მასალების მიხედვით (ქართულ და რუსულ ენებზე).

წიგნი სტენოგრაფიულ ჩანაწერებზეა აგებული და სრულად გამოხატავს კონფერენციის მონაწილე ქალების ხედვას. იგრძნობა მათი განსაკუთრებული სამშვიდობო განწყობა, მათი ოპტიმიზმი და მზადყოფნა, ყველაფერი გააკეთონ მშვიდობისათვის. ეს აისახა კიდეც მშვიდობისმყოფელ ქალთა მომავალი საქმიანობის გეგმაში.

რაც მთავარია, წიგნიდან ჩანს, რომ თბილისის კონფერენცია დიალოგის დასაწყისია მხოლოდ.

პროექტი ხორციელდება შვედეთის ქალთა ორგანიზაციაქალები ქალებისათვის" (KVINNA TILL KVINNA) მხარდაჭერით.

კატეგორია: პუბლიკაციები | ნანახია: 1455 | დაამატა: admin | თარიღი: 25.03.2010

« 1 2 3 »
საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  ნოემბერი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 49
სტუმარი: 49
მომხმარებელი: 0