კვირა, 24.11.2024, 00:48
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » მასტერ-კლასები

ქალთა მხარდაჭერის ცენტრი ეს არის ადგილი ქალებისათვის, სადაც მათ საშუალება აქვთ მიიღონ ცოდნა სხვადასხვა საკითხებში, არამედ ერთმანეთს გაუზიარონ ის ცოდნა და გამოცდილება, რაც მათ თავიანთი ცხოვრების განმავლობაში შეითვისეს.

  აგვისტოს თვეში 6-ივე ქალაქში, სადაც ქალთა მხარდაჭერის ცენტრი ფუნქციონირებს, ჩატარდა მასტერ კლასი კულინარიაში.  თეორიული ნაწილის მოსმენის შემდეგ მომზადების პროცესში მონაწილეებიც ჩაერთნენ, ერთობლივი ძალისხმევით მომზადდა ნამცხვრები, სალათები და ღვეზელები რომლებიც შემდგომში მონაწილეების მიერ იქნა დაგემოვნებული.

 

პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით.

 

კატეგორია: მასტერ-კლასები | ნანახია: 1121 | დაამატა: moderatori | თარიღი: 30.08.2010

მასტერ-კლასის ჩატარება - დევნილ ქალთა და გოგონათა დაახლოების, გააქტიურების, მობილიზაციისა და რეაბილიტაციის ერთ-ერთი საშუალებაა. მათ უჩნდებათ ორგანიზაციის ცხვა ღონისძიებებში მონაწილეობის სურვილი, უნდათ მეტი გაიგონ თავიანთ უფლებებზე და მიიღონ სასარგებლო რჩევები.

ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში ( ხონი, წყალტუბო, ფოთი, სენაკი და ხურჩა) შეკრებილებმა - დევნილმა და ადგილობრივმა ქალბატონებმა და გოგონებმა  ნამცხვრის და ტკბილი ღვეზელების მომზადება ისწავლეს.

მასტერ კლასის დროს მონაწილეებმა ისწავლეს, რა ინგრედიენტებია საჭირო მათ მოსამზადებლად - მიიღეს რამდენიმე რჩევა, თუ როგორ უნდა დავაცხოთ ნამცხვარი, უფრო ფაფუკი და გემრიელი რომ გამოვიდეს. მომზადების პროცესში მონაწილეებიც აქტიურად ჩაერთნენ და ბოლოს, ნამცხვარიც დააგემოვნეს.
 
პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-ს, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით.
კატეგორია: მასტერ-კლასები | ნანახია: 1059 | დაამატა: moderatori | თარიღი: 23.07.2010

 

ხონის ქალთა მხარდაჭერის ცენტრში შეკრებილმა ქალებმა იურისტის კონსულტაციები მოისმინეს,რომელიც სხვადასხვა საკითხებს უკავშირდებოდა: განქორწინება, იძულებით გადაადგილებულ პირთა -დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროცედურები,  ბავშვის ინტერესების დაცვა საოჯახო ურთიერთობებში და სხვა.

შეხვედრის მეორე ნაწილში ჩატარდა მასტერ-კლასი კულინარიაში, რომელსაც უძღვებოდა - ნათელა ლიპარტელიანი. მან მონაწილეებს ნამცხვრის მომზადება ასწავლა.

როგორ მზადდება ნამცხვარი „იდეალი", რა ინგრედიენტებია საჭირო მის მოსამზადებლად - თეორიული ნაწილის მოსმენის შემდეგ მომზადების პროცესში მონაწილეებიც ჩაერთნენ. ერთი საათის შემდეგ ყველა მონაწილემ დააგემოვნა ერთობლივად მომზადებული ნამცხვარი.

მონაწილეებმა დადებითად შეაფასეს მასტერ-კლასი და აღნიშნეს: „ძალიან კარგია, როცა გვაქვს საშუალება ერთმანეთს შევხვდეთ და გავუზიაროთ ცოდნა და გამოცდილება, მოვუწყოთ ჩვენს თავს თუნდაც ერთდღიანი დღესასწაული, განვიტვირთოთ ყოველდღიური პრობლემებისაგან."

 

პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით.

კატეგორია: მასტერ-კლასები | ნანახია: 1154 | დაამატა: admin | თარიღი: 31.05.2010

« 1 2
საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  ნოემბერი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 50
სტუმარი: 50
მომხმარებელი: 0