- დროული და მნიშვნელოვანი იყო ეფექტური კომუნიკაციის თემა, რადგან წინ ბევრი
სამუშაო გველის.
- ტრენინგიდან მიღებული ინფორმაცია იმდენად კონკრეტული და ამომწურავი იყო, რომ
შეკითხვების დასმა არც მჭირდებოდა.
- დღეიდან დიდ ყურადღებას მივაქცევთ ჟესტიკულაციას, დავხვეწთ მეტყველებას.
- იმიტირებულმა ქართულ-აფხაზურმა
მოლაპარაკებამ აფხაზეთში დაბრუნების რწმენა შემმატა. სურვილი გამიჩნდა სამშვიდობო
პროცესებში აქტიურად ჩავერთო.
ასეთი შეფასებები გამოთქვეს სამდღიანი ტრენინგის დასასრულს ლიდერ გოგონათა
სკოლის წევრებმა.
ტრენინგი თემაზე: „ეფექტური კომუნიკაცია - მოლაპარაკებების პროცესი" 7-9 სექტემბერს ქობულეთში ჩატარდა, მასში 24-მა
გოგონამ მიიღო მონაწილეობა.
ტრენერთა შეფასებით, ტრენინგის თემატიკა ოპტიმალურად იყო შერჩეული, რამაც
ჯგუფის წევრებს საშუალება მისცა, რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მიეღოთ აღნიშნული
თემის გარშემო. მათი აზრით ჯგუფი მოტივირებული და ცოდნაზე ორიენტირებული იყო, რაც
წარმატების საწინდარია.
სამდღიანი აქტიური მუშაობა იძლევა იმის საფუძველს, სკოლის წევრები მიღებულ
ცოდნას ეფექტურად გამოიყენებენ და
პრაქტიკაში დანერგავენ.
პროექტი ხორციელდება შვედეთის ქალთა ორგანიზაცია „ქალები ქალებისათვის" (KVINNA TILL
KVINNA) მხარდაჭერით. |