ოთხშაბათი, 27.11.2024, 17:58
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2012 » ივნისი » 19 » ქსელური მუშაობა გამოცდილების გასაზიარებლად
18:31
ქსელური მუშაობა გამოცდილების გასაზიარებლად

ქსელური შეხვედრები გრძელდება. ამჯერად მასპინძელი ხობის ქალთა კლუბია, რომელიც წყალტუბოს ამომრჩეველ  ქალთა კლუბის ადვოკატირების ჯგუფის წევრებს მასპინძლობს.

ორივე კლუბის წარმომადგენლებმა საკუთარი გამოცდილებაზე ისაუბრეს. წყალტუბოს კლუბის წევრმა ნანა კოპალიანმა შეკრებილებს მოუთხრო, მათი ინიციატივითა და ადგილობრივ თვითმმართველობასთან თანამშრომლობით მათ მოახერხეს რამდენიმე პრობლემის მოგვარება.

 წყალტუბოს კლუბის წარმომადგენელთათვის საინტერესო აღმოჩნდა იმის მოსმენა, თუ რა ეფექტურად გადაჭრა ხობის ადვოკატირების ჯგუფმა წყლის საკითხი სოფელ ბიაში: წყალი უმიზნოდ იღვრებოდა, მას შემდეგ, რაც ეს საკითხი დადგა დღის წესრიგში, სოფელში გამრიცხველიანება დაიწყო და წყალიც მიზნობრივად იხარჯება.

დასასრულს, კლუბის წევრებმა ერთობლივად განიხილეს ფონდი „სოხუმის" ქალთა ლიგის სამოქმედო პლატფორმა, ითქვა რომ აღნიშნული დოკუმენტი ხელს შეუწყობს არჩევნების პერიოდში ქალთა ელექტორატის კიდევ უფრო გააქტიურებასა და სახელისუფლო ორგანოებში  ქალთა რაოდენობის გაზრდას. სამოქმედო პლატფორმაში თავიანთი წინადადებაც შეიტანეს - დაწესდეს  უფასო გამოკვლევები და მკურნალობა ქალთათვის ონკოლოგიურ დაავადებებზე.

 

პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 1103 | დაამატა: admin | ტეგები: NED | რეიტინგი: 0.0/0

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  ივნისი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0